ძვირფასო ირმა
დიდი მადლობა!
ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თქვენი ჩართულობა (1) ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მ.შ. სწორი ადვოკაცია და მცირე ზომის საცხოვრისების განვითარებას (2) პირველადი ჯანდაცვის დონეზე კოვიდის კონტროლის ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა (3) ადამიანის უფლებების დაცვა ეპიდემიის პირობებში (4) ჰოსპიტლებში ინფექციის კონტროლისთვის ტრეინინგი, პროტოკოლების დანერგვა და ა.შ. (5) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანრთელობის პრირიტეტული პროგრამების განხორციელების მონიტორინგში (ტუბერკულოზი, აივ-შიდსი ც ჰეპატიტი, კოვიდ19).
იმედი მაქვს იდეების დონეზე გამოგადგება
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
-----Original Message-----
From: i.khabazi@osgf.ge [mailto:i.khabazi@osgf.ge]
Sent: 17 June, 2020 13:46
To: Tamar Gabunia
Subject: Fwd: OSGF_PHP_strategy renewal
Importance: High
თამუნა მოგესალმები
ჩვენიპროგრამა 2021-2024 წლებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს და მინდა არაფორმალურად გთხოვოთ ამ პროცესში დახმარება, იმისთვის, რომ ჩვენი რესურსი სწორად მივმართოთ და ეფექტურად გამოვიყენოთ.
მოგეხსენება ჩვენი სტრატეგიულ პრიორიტეტები აქამდე მარგინალურ ჯგუფებზე იყო ძირითადად კონცენტრირებული და რამდენიმე პარალელურ მიმართულებას
მოიცავდა. შემდეგ ციკლში კი, დიდი ალბათობით, საზოგადოების ჯანმრთელობის
პროგრამას ექნება ერთი (მაქსიმუმ ორი) სტრატეგიული პრიორიტეტი, რომელიც საერთო იქნება OSF ევრაზიის რეგიონისათვის. პრიორიტეტის შერჩევა მოხდება OSF ევრაზიის რეგიონის სჯ პროგრმების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე (რეგიონული პარტნიორი პროგრმები საქართველოს გარდა ოპერირებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, ყირგიზეთში).
ცხდაია სტრატეგიული პრიორიტეტი პირველ რიგში უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებს, მაგრამ ამასთანავე უნდა ითვასლიწინებდეს რეგიონის დინამიკას.
ჩვენი პროგრამის საქმიანობის სტილს და რესურსს მეტ-ნაკლებად იცნობ ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, გთხოვ, თუ მოახერხებ პარასკვეს
19 ივნისს 12 საათამდე მომწერო შენი აზრით ყველაზე აქტუალური 5-მდე
პრიორიტეტი, რომელზე მუშაობითაც ჩვენს პროგრამას და პარტნიორ ორგანიზაცებს შეეძლებათ ცვლილების მიღწევა ბოდიშს გიხდი, რომ ასე მოკლე დრო გამოდის, მაგრამ თუ მოახერხებ, შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია დიდი მადლობა წინასწარ ირმა ხაბაზი