From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Nana Kalmakhelidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=adc54e0d63164f32a38a681dd684e705-Nana Ka>
Subject : RE: HospitalizationCriteria
Cc : giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; tmeliqidze@yahoo.com
Received On : 19.01.2020 09:19
Attachments :

ძვირფასო ნანა

მინდა დავაზუსტო სად ვართ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების დოკუმენტთან მიმართებაში? გთხოვთ ორშაბათს მომაწოდოთ სტატუსის განახლება და ასევე როგორ გეგმავთ საკონსულტაციო პროცესისი გარგძელებას.

დიდი მადლობა!

 

From: Nana Kalmakhelidze
Sent: 8 January, 2020 19:01
To: Tamar Gabunia
Subject: RE: HospitalizationCriteria

 

ძვირფასო თამუნა,

 

გავეცანი და ვმუშაობ დოკუმენტზე, პროტოკოლებისა და გაიდლაინების უმრავლესობას აქვს დაავადებების დეფინია, სიმპტომები და ნიშნები, დიაგნოსტიკა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა და სხვ. ამიტომ დოკუმენტებში ვეძებ ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ასე  გამოყოფილად არ გვხვდება. სამწუხაროდ, ქირურგიული პროფილის და ზოგი ნოზოლოგიის გაიდლაინი/პროტოკოლი არ გვაქვს.

ჩემი აზრით, თუ ეს დოკუმენტი გაიდლაინებისა და პროტოკოლების საბჭოს ფორმატში უნდა დამტკიცდეს, მაშინ, რადგან პროტოკოლის და გაიდლაინის ფორმატში ვერ ჩაჯდება, შესაძლებელია, დაერქვას სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი) ან საინფორმაციო ფურცელი - „პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისა და გაწერის კრიტერიუმები ნოზოლოგიების მიხედვით ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე ექიმებისთვის“ და სამომავლოდ, როგორც გაიდლაინი/პროტოკოლი დამტკიცდეს მინისტრის ორგანიზაციული ბრძანებით.

ალბათ, საბჭოს წევრებს და სამინისტროს ექსპერტებსაც უნდა გადაეგზავოს დოკუმენტი შესაფასებლად.

 

პატივისცემით,

ნანა კალმახელიძე

 

From: Tamar Gabunia
Sent: 07 January, 2020 16:10
To: Nana Kalmakhelidze
Cc: Ekaterine Adamia; giorgi chavchavadze; tmeliqidze@yahoo.com

Subject: HospitalizationCriteria

 

ძვირფასო ნანა

 

მოგმართავთ, როგორც კლინიკური პრაქტიკის ეროვნული გაიდლაინების საბჭოს მდივანს და მინდა გთხოვთ თანდართული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების დოკუმენტის შემდგომი დამუშავება და საბჭოზე განსახილველად მომზადება. გთხოვთ უზრუნველყოთ ამ დოკუმენტში წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისობა სხვა სამინისტროს მიერ აღიარებულ გაიდლაინებთან, სადაც უკვე შეტანილია ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები ზოგიერთი  ნოზოლოგიისთვის.

დავალების შესრულება სასწრაფოა-გთხოვთ ხვალ დღის ბოლომდე (8 იანვარი) გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ამ სამუშაოს შესრულების თაობაზე. საკონსულტაციო პროცესი უნდა დავასრულოთ იანვრის ბოლომდე. ამ შემთხვევაში დოკუმენტის ინიციატორი არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი და არა დამოუკიდებელი ავტორების ჯგუფი. ვისმჯელოთ რა ფორმატში აჯობებს დოკუმენტის აღიარება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0