From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Ia Kamarauli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d7b9d641a6ae4ceda9d938fd68abe577-Ia Kama>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>
Subject : RE: GX აპარატის მოთხოვნა covid-19 დიაგნისტიკისთვის
Cc : Irma Khonelidze <i.khonelidze@ncdc.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Maka Danelia <m.danelia@ncdc.ge>; giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>
Received On : 08.05.2020 17:25
Attachments :

ქალბატონო ირმა

დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! განვიხილავთ ამ საკითხს და გაცნობებთ პასუხს აპარატების პრიორიტეტული განაწილების თაობაზე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Irma Khonelidze [mailto:ikhonelidze@gmail.com]
Sent: 8 May, 2020 20:04
To: Tamar Gabunia
Cc: Irma Khonelidze ; Amiran Gamkrelidze ; Maka Danelia
Subject: GX აპარატის მოთხოვნა covid-19 დიაგნისტიკისთვის

 

 

ქალბატონო თამარ,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ერთი 4 მოდულიანი GeneXpert-აპარატის ინტალაცია განხორციელდა საუნივერსიტეტო კლინიკაში, მომზადდა შესაბამისი კადრი და ამჟამად კლინიკა ახორციელებს  covid-19 დიაგნოსტიკას  Xpert - კატრიჯების გამოყენებით (სამწუხაროდკატრიჯების რაოდენობა შეზღუდულია და შევსების ვადები ჯერ-კიდევ უცნობი). საუნივერსიტეტო კლინიკა გამოთვამს მზადყოფნას ჩაერთოს FAST სტრატეგიის განხორციელებაშიც

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში დაგვიკავშირდნენ ...გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის და საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ  covid-19 სამკურნალო დაწესებულებებს და გამოთქვეს სურვილი GeneXpert-ის აპარატების გადაცემა/დამონტაჟებაზე, რათა დგილზე მოხერხდეს   covid-19 PCR დიაგნოსტიკა. როგორც მოგეხსენებათიხილებოდა სხენებული აპარატის რუხის საავადმყოფოში ინსტალაციის საკითხიც.

 

აღნიშნული ლოკაციები (რუხის გარდა) ადრეც იყო განხილული FAST სტრატეგიაში ჩასართავად, თუმცა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთვევების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ ჩაითვალა მიზანშეწონილად.

 

FAST სტრატეგიის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში დამონტაჟებულია 1 GX სისტემა, . გორში, დკსჯეც გორის LSS-ში.

ხოლო იმერეთის რეგიონში დამონტაჯებულია 6 ცალი GX სისტემა: . ქუთაისში - 3 აპარატი (2 ცალი დკსჯეც ქუთაისის ZDL, 1 ცალი ლჯ & კო.); . ზესტაფონში - 1 აპარატი; . ჭიათურა - 1 აპარატი; . წყალტუბო - 1 აპარატი;

 

ამ ეტაპზე, აღნიშნულ GX სისტემებზე, გორში საშუალოდ კეთდება 80 ანალიზი თვეში, ხოლო იმერეთში 350 ანალიზი/თვე.

 

დღეის მდგომარეობით, თავისუფალია ერთი  4 მოდულიანი GX სისტემა დაზიანებული კომპიუტერი, რომლის შეცვლასაც ველოდებით მწარმოებლის მხრიდან, თუმცა კომპიუტერის გამოგზავნის თარიღს ვერ გვეუბნებიან, დღეისთვის არსებული ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. კომიუტერის ადგილზე ჩანაცვლება მწარმოებლისთვის მიუღებელია.

 

დამატებითერთი 2 მოდულიანი სისტემა (სრული აღჭურვილობით) არის დამონტაჟებული . საგარეჯოში (ჯეო ჰოსპიტალსი) სადაც აპარატის უტილიზაცია მინიმალურია, დამონტაჯების დღიდან მოყოლებული ვერ მოხდა აპარატის დატვირთვის გაზრდა და შესაძლოა განვიხილოთ საგარეჯოდან აპარატის გადატანა სხვა ლოკაციაზე.

 

ჩვენთვის ცნობილია, სამინიტრო აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ქვეყანაში  covid-19 PCR დიაგნოსტიკის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებითშესაძლოაზემოხსენებულ კლინიკებითვის სხვა პლატფორმაზე ხელმისაწვდომობა უკვე ან ახლო მომავალში უზრუნველყოფილი იქნება.  

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს მითითებას ამ ეტაპზე ერთი, მომავალში კი 2 GX აპარატის პრიორიტეტული განაწილების თაობაზე

 

დაბოლოს, ასეთი განაწილება გლობალური ფონდის მიერ განიხილება როგორც გრანტის ფარგლებში შეძენილი საქონლის ახალი "გადანაწილებაcovid-19 საჭიროებებისთვის და ექვემდებარება წინასწარ შეთანხმებას, რასაც გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველვყოფთ.

 

 

პატივისცემით,

 

 

 ირმა


 

--

Irma Khonelidze

Deputy Director General, MPA

National Center for Disease Control and Public Health