From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : natelaokujava@yahoo.com
Subject : RE: Epilepsy on WHO agenda
Received On : 07.02.2020 08:24

თქვენი გუნდის დიდი მიღწევაა ეს! წარმატებები სამომავლოდ J

 

From: Natela Okujava [mailto:natelaokujava@yahoo.com]
Sent: 7 February, 2020 09:50
To: Tamar Gabunia
Subject: Re: Epilepsy on WHO agenda

 

ქალბატონო თამარ,

 

გუშინ საშუალება მომეცა პირდაპირ ეთერში მედევნებინა თვალყური საბჭოს სხდომისათვის. თქვენი გამოსვლაც მოვისმინე. გადაჭარბების გარეშე, არაჩვეულებრივი იყო. სხდომის ამგვარ წარმატებას და პრობლემის ფართე მხარდაჭერას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

 

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და კეთილი მგზავრობა თბილისისკენ.

საუკეთესო სურვილებით

ნათელა

 

On Fri, 7 Feb 2020 at 1:28, Tamar Gabunia

ქალბატონო ნათელა

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. დღეს აღმასრულებელმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ეპილეფსიის ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას. ძალიან წარმატებული რეზოლუცია იყო იმედი მაქვს განხორციელებაც ასევე წარმატებული იქნება

პატივისცემით 

 

 

 

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

 

 

-------- Original message --------

From: Natela Okujava <natelaokujava@yahoo.com>

Date: 2/6/20 7:25 AM (GMT+01:00)

To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>

Subject: Epilepsy on WHO agenda

 

ქალბატონო თამარ,

 

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც უკვე გამოიჩინეთ და ახლაც იჩენთ ჯანმოს მიერ ეპილეფსიის სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. თქვნს მიერ ხელმოწერილი მხარდაჭრის წერილმა უდიდესი გამოძახილი და მადლიერება გამოიწვია ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროსა და ეპილეფსიასთან მებრძოლ საერთაშორისო ლიგაში. ეს არაერთეხელ აღინიშნა ამ ორგანიზაციების გამგეობების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა იანვრის ბოლოს ლონდონში და რომელსაც მე ვესწერებოდი როგორც ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს ვიცე პრეზიდენტი და ევროპის რეგიონის პრეზიდენტი. თქვენი და ალა გეხტის მიმოწერიდან ჩანს, რომ ამ მიმართულებით აგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას.

 

დიდი მადლობა ამგვარი ხედვისათვის! ჩვენი ქვეყნისათვის ჯამმოს მიერ ეპილეფსიის სამოქმედო გეგმის მიღებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ამავდროულად ეს დოკუმენტი შეიტანს გლობალურ გარდატეხას ზოგადად დარგისა და ეპილეფსიის მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებაში.

 

ჩვენ პირადად ერთმანეთს არ ვიცნობთ. ძალიან მოხარული ვიქნები თუ გამონახავთ დროს და მოახერხებთ ჩემთან შეხვედრას ქვეყანაში ეპილეფსიის პრობლემის და ჯანდაცვის პოლიტიკის განსახილველად.

 

დიდი პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით

ნათელა ოკუჯავა

თსსუ ნევროლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი

ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების ცენტრის ხელმძღვანელი

ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს ვიცე პრეზიდენტი

ტელ: 599253551