| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Alisa Tsuladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=6c6cfa06d9a74264a5aa512b6bc62306-Alisa T> |
| Subject : | RE: Chinese experience |
| Cc : | Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Received On : | 01.04.2020 17:58 |
დიდი მადლობა ალისა! ძალიან კარგი შეჯამებაა. ჩემდამი მიმართვას თუ მოიხსნი და ჯგუფში დააცირკულირებ კარგი იქნება. ყველა ჯგუფს გავუზაიროთ.
From: Alisa Tsuladze
Sent: Friday, March 27, 2020 1:14 PM
To: Tamar Gabunia
Subject: Chinese experience
ქ-ნო თამარ,
მოკლედ სილვუის გამოგზავნილ ქოლზე. კლინიკური ნაწილს ბოლოსკენ მივუსწარი და მაინც ვერაფერი გავიგე :) თუმცა, იპკ და სხვა საყურადღებო დეტალები ჩავინიშნე, დისკუსიიდან უფრო მეტად:
პრეზენტაციას კითხულობდა და კითხვებზე პასუხობა ვუჰანის "ტონგჯი" ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენელი. საკმაოდ დიდი ჰოსპიტალებია და ქსელში არის 3 კლინიკა.
1. კტ-ს ანიჭებენ ძალიან დიდ მნიშვნელობას დიაგნოსტიკაში. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ პჯრ, დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ კტ-ს. ამას ხსნიან კტ-ს სიზუსტით და ხელმისაწვდომობით თავიანთ კლინიკებში. კტ-ს (ნუკლეინის მჟავის ტესტთან და ანტისხეულების ტესტთან ერთად) უკეთებენ ყველა ცხელების არ მქონდე შემოსულ პაციენტს.
2. ტრიაჟი- პაციენტი რომელიც მიამრთავს სამედიცინო დაწესებულებას, გადის თერმულ სკრინინგს 3 სხვადასხვა დონეზე. თუ აღენიშნება ცხელება, როგორც მივხვდი, პირდაპირ იგზავნება სპეციალურად გამოყოფილ ჰოსპიტალში. თუ არ აღენიშნება -
ზემოთ მოყვენილ ტესტებზე უარყოფითი პასუხის დროს, ე.წ ბუფერულ ზონაში აყოვნებენ 7 დღემდე პაციენტებს, შემდეგ იგივე ტესტების საფუძველზე ან გადაჰყავთ ჩვეულებრივ პალატაში ან, სპეციალურად განკუთვნილ ჰოსპიტალში. (ამას პრეზენტაციის გამოგზავნის შემდეგ გადავამოწმებ)
3. ეს ჰოსპიტალი, არ არის ინფექციური პროფილის, ამიტომ მოუწიათ სრული ტრანსფორმაცია და პალატების სრული რეკონსტრუქცია. იმის მაგივრად რომ 3ივე ჰოსპიტალი შიგნით გაეყოთ COVID + da COVID- პაციენტებისთვის - 2/3 ჰოსპიტალი სპეციალურად გამოყვეს COVID + პაციენტებისთვის, დარჩენილი 1 კი სხვა მომსახურეობისთვის.
4. ნიღბები - რეკომენდაცია გაუწიეს ყველა დადასტურებულ ან საეჭვო/სავარაუდო შემთხვევასთან N95 რესპირატორების გამოყენებას (იმ შემთხვევაში თუ რესურსები არ არის საკმარისი, მაშინ ამ რესპირატორების მხოლოს აეროზოლის წარქმომქმნელი პროცედურების დროს)
5. COVID + მსუბუქი პაციენტებს არ ურჩევენ სახლში დარჩენას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცხოვრობენ მარტო ან აქვთ ინდივიდუალური ოთახისა და სველი წერტილის ქონის საშუალება). მათთვის გამოყოფილია ცალკე დაცლილი ჰოსპიტალები და სასტუმროები
6. დაისვა კითხვა, თუ როგორ ხდებოდა არა COVID-ისთვის განკუთვნილ კლინიკაში მისული პაციენტის მართვა:
- თუ პაციენტი მივიდოდა არა- სპეციალურად განკუთვნილ კლინიკაში ცხელებით, ხდებოდა პჯრ-ისთვის მასალის აღება და მისი შეყოვნება კლინიკაში და დადებითი პასუხის შემთხვევაში, კლინიკის მენეჯერი რეკავდა საჭირო ინსტანციებში, პაციენტის გადასაყვანად სპეციალურად განკუთვნილ ჰოსპიტალში ან საიზოლაციო ადგილას.
ასევე გიგზავნით რამდენიმე სლაიდს, რომლებიც საინტერესოდ ჩავთვალე და ქოლის დროს ამოვიღე;
ჩემი აზირთ, საინტერესოა ვუჰანის ჰოსპიტალის პერსონალის სლაიდი.
პატივისცემით,
ალისა წულაძე
Best regards,
Alisa Tsuladze
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
+995-32-2-51-00-26 ext 1125
Health Policy Division
Policy Department
Ministry of Internally Displaced persons from
Occupied Territories, Labor, Health and Social Affairs of Georgia