| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Irina Grdzelidze <secretary@georgia-ccm.ge> |
| Subject : | RE: CSO Forum_FEB 13, 2020 |
| Cc : | Nato Kvernadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=8b9a169321f24946881f0b1c8980294c-Nato Kv>; Natia Khonelidze <admin@georgia-ccm.ge>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Received On : | 03.02.2020 11:18 |
| Attachments : |
მადლობა ირინა,
ვადასტურებ მისალმებაში მონაწილეობას.
მოხსენებას გარდამავალი პერიოდის შესახებ გააკეთებს ქ-ნი ეკა ადამია, გთხოვთ შეუთანხმოთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@georgia-ccm.ge]
Sent: 3 February, 2020 14:57
To: Tamar Gabunia
Cc: Nato Kvernadze
Subject: CSO Forum_FEB 13, 2020
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, 13 თებერვალს აწყობს სამოქალაქო სექტორის რიგით მეექვსე ფორუმს. საბჭოს სამდივნოს 28 იანვარს ჰქონდა საკოორდინაციო შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და თემის წარმომადგენლებთან, ფორუმზე წარსადგენი საკითხების შემუშავების მიზნით. შედეგად შემუშავდა დანართში მოცემული დღის წესრიგი.
აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო სექტორის თხოვნით დაგეგმილია ორი პანელური დისკუსია. ორივე სესიის პანელისტები იქნებიან სამოქალაქო სექტორის/სათემო ორგანიზაციების მიერ დასახელებული პირები. ასევე, მათ სურთ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით IOM-ის წარმომადგენლის მოწვევა და მისი პანელში მონაწილეობა.
სამოქალაქო სექტორმა ასევე გვთხოვა შემდეგი საელჩოების მოწვევა: შვეიცაირია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, შვედეთი.
აქვე მოგმართავთ თხოვნით, მისასალმებელი სიტყვით მიმართოთ აუდიტორიას.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დიდ ინტერესს კვლავ წარმოადგენს გლობალური ფონდის დაფინანსებიდან, სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლისა და ვალდებულებების გადაბარების საკითხები. რაც მათი თხოვნის საფუძველზე ასახულია დღის წესრიგში. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონმა ეკა ადამიამ გააკეთა მოხსენება საბჭოს 94-ე სხდომაზე.
მოგმართავთ თხოვნით, გვირჩიოთ, რამდენად სწორია საკითხის ასეთი სახით ფორმულირება (გლობალური ფონდის დაფინანსებიდან სახელმწიფო
დაფინანსებაზე გადასვლა/ვალდებულებების გადაბარება) ფორუმზე წარსადგენად და ასევე გთხოვთ დაასახელოთ ვინ გააკეთებს მოხსენებას.
პატივისცემით,
ირინა