From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject : RE: COVID ჰოსპიტლები
Cc : George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>
Received On : 23.04.2020 16:52
Attachments :

ქალბატონო ეკა

მადლობა წერილისთვის და თანამშრომლობისთვის! გთხოვთ იხილოთ პასუხები განსხვავებული ფონტით თქვენივე წერილში. წერილის ასლს ვაგზავნი ქალბატონ თამარ მელიქიძესთან დამატებითი განმარტებებისთვის თუკი ასეთი საჭიროება იქნება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

From: Ekaterine Kavtaradze [mailto:ekavtaradze@evex.ge]
Sent: 23 April, 2020 20:30
To: Tamar Gabunia
Cc: George Mindiashvili
Subject: COVID ჰოსპიტლები

 

ქალბატონო თამარ კიდევ ერთხელ მოგესალმებით,

 

დღეს ბევრი ზარები შემოვიდა ჩვენთან ბოკერიას ფსიქიატრიულზე და KRH-ზე (რეგულირებიდან, ჯანდაცვის სამინისტროდან), ასევე იყვნენ რეგულირებიდან წარმომადგენლები რომ ადგილზე შეეფასებინათ ბოკერიას ჰოსპიტალი და მისკომუნიკაცია რომ არ გვქონდეს და პროცესები მაქსიმალურად კოორდინირებულად წარვართოთ, გვინდა რომ ზუსტად გავიაროთ თითოეული ლოკაციის ჩართულობა COVID 19 საეჭვო და დადასტურებული პაციენტების მკურნალობის პროცესში:

 

,,ივ ბოკერიას სახ. თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“: - ამ ეტაპზე ბოკერიას ჰოსპიტალს ისევე, როგორც ნემისმიერ სხვა ჰოსპიტალს მოეთხოვება სიცხიანი პაციენტის უსაფრთხო ტრიაჟი და სომატური/ქირურგიული და სხვა პრობლემების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევა. რეგულირების სააგენტოს ვიზიტის მიზანი იყო ადგილზე ენახა, რამდენად მოხერხდება ზონების გამიჯვნა სიცხიანი/კოვიდზე საეჭვო და სხვა პაციენტებისთვის.

 

ü  PPE საშუალებების მომარაგება;

ü  არსებული პაციენტების რეფერალი;

ü  დაფინანსების წესი;

ü  კლინიკურ პროცესებში მხარდაჭერა.

ვიცით რამდენად კრიტიკული საკითხია ეს ქვეყნისთვის და ამ საკითხებზე მზად ვართ შეხვედრის ან მიმოწერის ფორმატში შევჯერდეთ და ჩვენგან არანაირი შეფერება არ იქნება პროცესში.

 

,,ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი“

 

ü  დაცლასთან დაკავშირებით შეტყობინება ხომ წერილობითი სახით გამოგვეგზავნება;მთავრობის დადგენილების თანახმად ამ პუნქტის ამოქმედებას დამატებით წერილობითი შეტყობინება არ სჭირდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკას გადასცა სატელეფონო შეტყობინება.

ü  ამ პერიოდისათვის დაფინანსების საკითხზე ხომ გვექნება სრული ინფორმაცია, რადგან კლინიკის პერსონალთან შესაბამისი კომუნიკაციების გაკეთება შევძლოთ (დაფინანსებაზე დადგენილება როგორც ვიცით პარასკევამდე (24 აპრილი) უნდა დამტკიცებულიყო); დადგენილება არის მსვლელობაში და წარმოება დასრულდება სავარაუდოდ ხვალ- ხელშეკრულებებს ექნება უკუძალა კლინიკის მობილიზების თარიღიდან. ქუთაისის შემთხვევაში თუ კლინიკის სრულად მობილიზება ჯერ არ დასრულებულა- ხელშეკრულების ათვლა მოხდება მისი სრულად გათავისუფლების მომენტიდან, რათა ანაზღაურება მოხდეს ახალი დადგენილების ფარგლებში.

ü  PPE საშუალებების მომარაგება/ოდენობა წინასწარ ხომ გვექნება განსაზღვრული? - დიახ, მომზადებულია მინისტრის ბრძანება PPE ების სახეებისა და რაოდენობების მითითებით აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით. დასრულდება წარმოება ხვალისთვის და ამასაც გავაზიარებით.

 

წინასწარ დიდი მადლობა!

 

 

Best Regards,

 

 

Ekaterine Kavtaradze, MD, MPharm, MBA

 

Deputy Director of EVEX Hospitals

 

142  A. Beliashvili Str. Tbilisi 0159, Georgia

T  +995 32 2 55 05 05 (5104)  M +995 577 41 10 10

E_mail: Ekavtaradze@evex.ge

www.evex.ge

 

cid:image001.png@01D526CC.25260450

 

cid:image007.png@01D28165.4E0D4C20cid:image009.png@01D28165.4E0D4C20cid:image010.png@01D28165.4E0D4C20cid:image011.png@01D28165.4E0D4C20