| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>; tgabunia2017 <tgabunia2017@gmail.com> |
| Subject : | RE: CIF vision on UNDP project |
| Cc : | George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com> |
| Received On : | 14.05.2020 19:57 |
| Attachments : |
ქეთი
დიდი მადლობა თქვენი ხედვის და პროექტის მონახაზის გაზიარებისთვის. სრულად და ზუსტად არის ასახული ის საკითხები რაზეც შეხვედრის დროს ვისაუბრეთ. რაც შეეხება პასუხებს თქვენს შეკითხვებზე იხილეთ ქვემოთ.
1. გარკვეულწილად ანალიზი უნდა შეეხოს ყველა საავადმყოფოს, რომელიც პოტენციურად ჰოლდინგის ქუდის ქვეშ მოექცევა სხვადასხვა ეტაპზე. აქედან მეტად ჩაღრმავებული ანალიზი იქნება საჭირო იმ დაწესებულებებთან მიმართებაში, რომელიც უკვე ჰოლდინგის ნაწილია მ.შ. თბილისის რესპუბლიკური, რესპუბლიკურის რუხის ფილიალი, ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური და ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. სხვა საავადმყოფოებთან მიმართებაში შედარებით ზედაპირული ანალიზის ჩატარება დაგვჭირდება, რადგან გამოიკვეთოს რამდენი დაწესებულება, რა საწოლფონდით, სერვისით და ფინანსური რესურსით იქნება ჰოლდინგის მმართველობის ქვეშ ამა თუ იმ ეტაპზე. და ქსელის გაფართოვებასთან ერთად, როგორ უნდა განვითარდეს ჰოლდინგის ორგანიზაციული შესაძლებლობები. პოტენციური სია, გარდა ზემოთ მითითებული კლინიკებისა მოიცავს : რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი (მისი ყველა დაწესებულება), ფსიქიატრიული საავადმყოფოები (აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, გლდანის ფსიქიტრიული, ქავთარაძეზე ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის ცენტრი და კიდევ რაც გვაქვს სახელმწიფო ფსიქიატრიულები შეიძლება 1 ან 2 გამომრჩა),
3. ამ ეტაპზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტი და აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა რეაბილიტაციის ცენტრი, ასევე ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი მხოლოდ იმიტომაა საინტერესო, რომ საერთო სურათში მოვაქციოთ, შედარებით გვიან ეტაპზე ჰოლდინგის ქვეშ მათი გაერთიანების პერსპექტივით. ამ საიტებთან პირდაპირი კომუნიკაცია არ გვინდა.
4. ვენის ჯგუფის ანგარიშს მოვიკითხავ და თუ მოვიპოვე გაგიზიარებთ.
მეორე კომპონენტი ძალიან კარგადაა გაწერილი. დამატებები არ მაქვს.
თუ საჭიროდ ჩათვლით, ხვალ ქოლი შემიძლია 1-ზე ან 4-დან 6-მდე რაღაც მონაკვეთში. მითხარი როდის გირჩევიათ და ჩავნიშნავ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Keti Goguadze [mailto:k.goguadze@curatio.com]
Sent: 14 May, 2020 18:46
To: Tamar Gabunia
Cc: George Gotsadze
Subject: CIF vision on UNDP project
ქალბატონო თამარ,
მოგესალმებით. ამ იმეილით გვინდა რომ გაგიზიაროთ ჩვენი ხედვა იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა UNDP-იმ დააფინანსოს და რომელზეც წინა პარასკევს მე და გიორგის გვქონდა თქვენთან და ქალბატონ ეკატერინესთან შეხვედრა.
ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ინტენსიურად ვიმსჯელეთ ჯგუფში, ძირითადად ჩამოვყალიბდით პროექტის ორივე კომპონენტის განხორციელების ხედვაზე, სამუშაოს მოცულობაზე და ვიფიქრეთ, რომ სანამ განაცხადს UNDP-თვის მოვამზადებთ, უმჯობესი იქნებოდა ჩვენი ხედვა თქვენთან შეგვეთანხმებინა, რომ მოლოდინი ერთნაირი გვქონდეს.
პრეზენტაციაში წარმოდგენილია ჩვენს მიერ დანახული სამუშაოს მოცულობა და ის პროდუქტები, რაც სამინისტროს ჩაბარდება. თუმცა რამოდენიმე საკითხის დაზუსტება ამ ეტაპზევე გვჭირდება, ვინაიდან ის მეტწილად განსაზღვრავს ჩვენი სამუშაოს მოცულობასაც. ეს საკითხები/კითხვები მოცემულია მე-8 სლაიდზე, მაგრამ აქაც მინდა რომ გამოვიტანო:
ჩვენ მზად ვართ, ხვალ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს სულ რაღაც 15 წუთიანი (ალბათ მეტი არც დაგვჭირდება) ქოლი მოვაწყოთ და გავიაროთ თუ რამე კომენტარი გაქვთ ჩვენს ხედვაზე და ასევე იმ კითხვებზეც რაც წამოვჭერით
პატივისცემით,
ქეთი
Ketevan Goguadze, MD |
3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia |
Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. |