From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Nia Giuashvili <ngiuashvili@gmail.com>
Subject : RE: ჯანდაცვის ადამიანური რესურსების მართვა COVID 19 პანდემიის პირობებში
Cc : Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine>
Received On : 23.03.2020 19:13
Attachments :

ნია

დიდი მადლობა! ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპების შემდგომი დეტალიზაცია. მარინას ვთხოვთ თქვენთან კოორდინაციას სრული ნორმატიული ბაზის მომზადების მიზნით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

cid:image001.jpg@01D4EA01.F8292560

 

 

 

From: Nia Giuashvili
Sent: Monday, March 23, 2020 5:49 PM
To: Tamar Gabunia
Cc: Marine Baidauri
Subject:
ჯანდაცვის ადამიანური რესურსების მართვა COVID 19 პანდემიის პირობებში

 

ქალბატონო თამარ,

 

   მოკრძალებით მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი მოსაზრება ჯანდაცვის ადამიანური რესურსების შენარჩუნებისა და მართვისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ და აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ მზად ვარ გავუწიო დახმარება ყველა სტრუქტურას, სადაც საჭიროდ ჩათვლით ჩემს ჩართულობას.

 

ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების საგანგებო მართვა

COVID 19 პანდემიის პირობებში

COVID 19 პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთ უმთავრეს შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური რესურსები

ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსი (ექიმები, ექთნები, სანიტრები, ჯანდაცვის სისტემის ადმინისტრირებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები) განხილული უნდა იქნეს სტრატეგიულ რესურსად და ამოქმედებული იქნას საგანგებო მართვის გეგმა.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ჯანდაცვის ადამიანური რესურსების შენარჩუნება და მათი პროფესიული ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო სერვისების მიწოდების გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ასევე, სამედიცინო პერსონალის მიერ ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობაში.

ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების საგანგებო მართვის გეგმა, უნდა მოიცავდეს შესაბამისი სტრატეგიული რესურსის მუშაობას საგანგებო რეჟიმში, უსაფრთხოების საგანგებო წესების დაცვით. კერძოდ:

1.       COVID 19 პაციენტების მომსახურე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის (ყველა რანგის) აღრიცხვა და გადაყვანა საკარანტინო რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც უნდა მოიცავდეს:

a.        ინდივიდუალურ აკომოდაციას;

b.       კვებას;

c.       ტრანსპორტირებას;

d.       ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას და ტესტირებას COVID 19-ზე;

e.       ინდივიდუალური დაცვი საშუალებებით უზრუნველყოფას სამუშაო ადგილზე;

f.        შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფას.

2.       COVID 19 პაციენტების მომსახურე ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია თვითიზოლაციის რეჟიმის  გამოყენებასთან დაკავშირებით.

3.       COVID 19 პაციენტების მომსახურე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის კარანტინის რეჟიმში განსათავსებლად, მობილიზებული უნდა იქნეს სათანადო ინფრასტრუქტურა, სასტუმროების ან/და სხვა შესაბამისი შენობების სახით;

4.       კარანტინის რეჟიმს დაქვემდებარებული, COVID 19 პაციენტების მომსახურე სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებისათვის, მობილიზებული უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც ჩაუტარდება რეცხვა დეზინფექცია დადგენილი წესით.

5.       COVID 19 პაციენტების მომსახურე სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობის შედეგები და ავადობის ტენდენცია, ასევე, კრიტიკული მნიშვნელობის (გადაუდებელი დახმარების ექიმები, მათ შორის პედიატრიული, რეანიმატიოლოგები, მათ შორის პედიატრიული, ინფექციონისტები, თერაპევტები, პედიატრები, პულმონოლოგები, ოჯახის ექიმები, ექთნები ყველა რანგის, ეპიდემიოლოგები, სანიტრები) პერსონალის შენარჩუნების რუტინული შეფასება და სხვადასხვა სპეციალობის მედ-პერსონალის ურთიერთჩანაცვლების სქემის შემუშავება და ანგარიშგება უნდა იქნეს უზრუნველყოფილი.

6.       ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების საგანგებო მართვის გეგმა დამტკიცებული უნდა იქნეს ნორმატიული აქტით.

ცხადია, აღნიშნულს ესაჭიროება დოკუმენტების სატანადო პაკეტის მომზადება და მზად ვარ დავიწყო მუშაობა ამ მიმართულებით, თქვენი მითითების შემთხვევაში

 

ღრმა პატივისცემით,

 

ნია


Nia Giuashvili MD, MPH

Adviser
National Center for Disease Control and Public Health
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
______________________________________________

9 M. Asatiani st., 0160, Tbilisi Georgia
ngiuashvili@gmail.com
ngiuashvili@yahoo.com