From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>; Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; tikhardziani@gmail.com
Subject : RE: წერილი საბაჟოს
Received On : 17.03.2020 14:40

ნათია, მხოლოიდ გაწითლებული აბზაცი რომ მიიწერო საკმარიაის

 

From: Natia Khmaladze
Sent: 17 March, 2020 18:34
To: Tamar Gabunia ; Zaal Kapanadze ; Ekaterine Adamia ; tikhardziani@gmail.com
Subject: წერილი საბაჟოს

 

აბა ნახეთ

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 2020 წელს 9 იანვარს გამოქვეყნდა განცხადება ჩინეთში პნევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით. 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ჰუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქლაქ ვუჰანში (19 მილიონი მოსახლეობით)  დაფიქსირებულ უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.

ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე,  კონტაქტური და წვეთოვანი გზით. ვირუსი გარემოში ვრცელდება ავადმყოფის მიერ ხველის და დაცემინების დროს გამოყოფილი წვეთებით. დამატებით, აღწერილია გამომწვევის გადაცემა არაპირდაპირი გზით - სხვადასხვა კონტამინირებული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით. ასევე, დაავადების გავრცელება შესაძლებელია ავადმყოფის სხვადასხვა ბიოლოგიური სეკრეტებთან კონტაქტით.

ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყნებმა მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართონ ეპიდემიის შეკავებისკენ, რაც მოიცავს დაავადებაზე აქტიურ ზედამხედველობას, მის ადრეულ გამოვლენას, იზოლაციას, შემთხვევის მართვას, კონტაქტების კვლევას, კონტაქტების იზოლაციას და  ინფექციის გავრცელების პრევენციას.

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) 2020 წლის 16 მარტის მონაცემებით სულ დაფიქსირებულია 169 387 შემთხვევა, აქედან ჩინეთში დაფიქსირდა 81 020, ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულია 88 367 დადასტურებული შემთხვევა (მ.შ. საქართველოში - 33).  სულ დაფიქსირებული სიკვდილის 6 513 შემთხვევა.

მონაცემები აჩვენებს, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია მძიმდება, დასენიანება მკვეთრად იმატებს ევროპაში. ამდენად, მიზანშეწონილია, როგორც პრევენციული ზომების გაძლიერება, ვირუსის მეტად გავრცელების თავიდან ასაცილებად, ასევე, აუცილებელია სრული მზადყოფნა ვირუსის პანდემიური ხასიათის შემთხვევაში მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების მობილიზების მხრივ.

 

როგორც მოგეხენებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე თვეში COIVID 19 შემთხვევების მაღალი გავრცელების გამო გამოაცხადა პანდემიური მდგომარეობა. დადასტურებული შემთხვევები აღრიცხულია საქართველოშიც. ქვეყანაში მედიკამენტების და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნების დეფიციტის პრევენციის მიზნით „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიზანშეწონილად მიიჩნევს, დროებითი ღონისძიების სახით,  აპრილის ბოლომდე, სრულად იქნეს შეზღუდული ნებისმიერი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანა (ექსპორტი და რეექსპორტი).

 

 


Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge