From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Nunu Mitskevich <nmitskevich@mes.gov.ge>; Beka Peradze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=01ea443dcce14da189df618b503a19aa-Beka Pe>; Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Lasha Endeladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=491ffa9c379845dab7ddb3b33bea0496-Lasha E>
Subject : RE: უმაღლესი განათლება - უსაფრთხოების მენეჯმენტი
Cc : Zaza Maruashvili <zmaruashvili@mes.gov.ge>
Received On : 06.05.2020 06:19
Attachments :

ქალბატონო ნუნუ

 

ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რეკომენდაციების მომზდებაში არ არიან დღეს თბილისში. ხვალისთვი გადავიტანოთ ჩვენი შეკრება. დავიწყებთ ჩვენ მუშაობა უნივერსიტეტებისთვის რეკომენდაციების პაკეტის მომზადებაზე ამერიკის და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციების საფუძველზე და მივცეთ ფორმალურ სახეს რომ მოხერხდეს მისი აღსრულება. ეს არის მსგავსი რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ.

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/community/guidance-ihe-response.html

ასევე გიგზავნით რეგულაციებს ბიზნესისთვის- თუ რომელიმე სწავლების პროცესშია ჩართული ამ მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

ტელე შეხვედრა ჩავნიშნოთ ხვალ დილით 7 მაისს,  10.00 საათზე თუ თქვენთვის მისაღებია.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

 

From: Nunu Mitskevich [mailto:nmitskevich@mes.gov.ge]
Sent: 6 May, 2020 08:15
To: Tamar Gabunia
Cc: Zaza Maruashvili
Subject: უმაღლესი განათლება - უსაფრთხოების მენეჯმენტი

 

ქალბატონო თამარ მოგესალმებით, 

 

უპირველეს ყოვლისა მადლობას გადაგიხდით თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის  და ყოველდღიური ზრუნვისთვის, რასაც თქვენ იჩენთ შექმნილ სიტუაციაში  ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დასაცავად.  

 

გწერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მიმდინარე სასწავლო პროცესის დისტანციური რეჟიმიდან საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.



ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ პრაქტიკული საქმინაობის და ლაბორატორიული კვლევების მიზნით  (საბუნებისმეტყველო/სამედიცინო მიმართულებები და  ასევე ზოგიერთი სახელოვნებო დარგი ) საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მაისის თვის ბოლოს.

ასევე განსახილველია შესაძლებელობა -  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში დაშვება კლინიკური საგნების სწავლების მიზნით.

  

დღეის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული მიზნებით, უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილია დაშვების მოთხოვნა  45 355 სტუდენტზე და 5 090 პედაგოგზე.

გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი კომპეტენენტური რჩევები და რეკომენდციები, რაც გათავლისწინებული და დაცული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.



გიგზავნით არასრულ ჩამონათვალს დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველი საკითხების: 

  •  შენობაში დაშვების წესი - თერმოსკრინინგის აუცილებლობა, რა არის დასაშვები ზღვრული ტემპერატურა; 
  • ასაკობრივი შეზღუდვა - ხანდაზმულობის დასაშვები ასაკობრივი ზღვარი პედაგოგებისთვის ( 65/70 წელი? );  
  • ერთ სტუდენტზე სავალდებულო/ დასაშვები მინიმალური სივრცე  - რამდენი კვადრატული მეტრია გასათვალისწინებელი, შესაბამისად რამდენ კაციანი ჯგუფებია დასაშვები;
  •  შენობის/ლაბორატორიის განიავების წესი (გაღებული ფანჯარა/ კონდიცირება) საწავლო პროცესის მიმდინარეობისას; 
  • რა სიხშირითაა სადეზინფექციო ხსნარებით დასასუფთავებელი სივრცეები? მეცადინეობებს შორის თუ დასრულების შემდეგ / დღეში ერთხელ საკმარისია?
  • სტუდენტთა და პედაგოგთა სავალდებულო სპეციალური ეკიპირება (პირბადე/დამცავი ფარი/ხელთათმანი) ;

როგორც შევთამხდით, თქვენგან დაველოდებით დღევანდელი შეხვედრის დროს და დისტანციური შეხვედრის ლინკს.

 

მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით, 

Sincerely

 

ნუნუ მიცკევიჩი

მინისტრის მოადგილე

 

Nunu Mitskevich 

Deputy Minister

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო

Ministry of Education, Science, Culture and Sport 

 

თბილისი 0102, დიმიტრი უზნაძის ქ. 52, საქართველო

Tbilisi 0102, 52 Dimitri Uznadze, Georgia