| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Anzor tchavtchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=0e03f3df18104f3b8b06b0400c558fbf-Anzor t>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Subject : | RE: სისხლის დონაციის აქციის ორგანიზება |
| Received On : | 25.03.2020 14:16 |
| Attachments : |
მადლობა ანზორ! მიყევით პროცედურას
From: Anzor tchavtchavadze
Sent: 25 March, 2020 17:24
To: Tamar Gabunia
Subject: სისხლის დონაციის აქციის ორგანიზება
ქალბატონო ეთერ ქალბატონო თამარ, მე და ქალბატონმა ეთერმა დავწერეთ წერილი სისხლის ჩაბარების აქციის ორგანიზებისათვის. ორი გზა შეგვიძლია, დეპარტამენტების უფროსებს დავავალოთ ხალხის მობილიზება რაც შეიძლება პრობლემური იყოს მათი ისედაც გადატვირთული გრაფიკის გამო, ან გასაგზავნ წერილშივე მივუტითო ჩემი ნომერი რათა დაინტერესებულმა პირებმ აპირდაპირ დამირეკონ და გავაკეტო მათი სია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის ბანკის შერჩევის პროცესი, თუ სახელმწიფო სისხლის ბანკი მოახერხებს NAT ში ჩართვას ხვალ დღის ბოლომდე ჩემი აზრით ის იქნება საუკეთესო ვარიანტი, თუ ვერა მაშინ რომელიმე აიპი სისხლი სბანკი, ნიუ ვიჟენის ან ჯო ენის სისხლი სბანკი.
თქვენი თანხმობის შემდეგ დავაგზავნი ამ იმეილს, ასევე ამოვბეჭდავ განცხადებას და გავაკრავ ყველას სართულზე და პირადად გავუწევ რეკლამირებას ამ აქციას.
პატივცემულო კოლეგებო,
მოგეხსენებათ, რომ ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) გავრცელება წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ SARS-CoV-2 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, გაზრდილი დეფერალი, COVID 19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების, არაელექტიური ოპერაციების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ რეგულარულ ტრანსფუზიულ თერაპიას.
საყურადღებოა, რომ სისხლის ბანკებიდან ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის და ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა დონაციების რაოდენობა (კერძოდ, მარტში განხორციელდა დონაციების საშუალო რაოდენობის მხოლოდ 50%), რის გამოც, კლების ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში შესაძლებელია აღმოვჩნდეთ სისხლის პროდუქტების მწვავე დეფიციტის წინაშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ სამინისტროში უანგარო დონაციების ჩატარების ინიციატივას, გაიღოთ სისხლი და გადაარჩინოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, რაც სამაგალითო იქნება სხვა უწყებების და მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის, მით უფრო, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის პერიოდში.
ამასთან ერთად, დეპარტამენტების/სამმართველოების უფროსებს გთხოვთ, თქვენდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში გააკეთოთ მოხალისე დონორების მობილიზება და მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ იმ თანამშრომელთა სიები, რომლებიც ჩაერთვებიან უანგარო დონაციის აქციაში. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი დეპარტამენტი განახორციელებს სისხლის ბანკების მოწვევას და აქციის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
ან
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეკოთ ნომერზე (აქ დავწერ ჩემს ნომერს) და გამოხატოთ სისხლის ჩაბარების სურვილი.
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
+995 591 50 49 45
+995 32 2 51 00 38