From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : khatuna zaldastanishvili <khzaldastani@gmail.com>
Subject : RE: სახელმწიფო დაფინანსების რეზიდენტების თაობაზე
Cc : Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>
Received On : 12.03.2020 08:59

საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია.

მადლობა!

 

From: khatuna zaldastanishvili [mailto:khzaldastani@gmail.com]
Sent: 12 March, 2020 12:58
To: Tamar Gabunia
Subject: სახელმწიფო დაფინანსების რეზიდენტების თაობაზე

 

       მოგესალმებით, ქალბატონო თამარ,

როგორც მოგეხსენებათ, პროფესიული განვითარების საბჭოს 2020 წლის 5 მარტის N2 სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაძიებელთა დაფინანსების მიზნით გამოცხადდეს კონკურსი შემდეგ სპეციალობებში: 1. „ზოგადი ქირურგია“ – 2 ადგილზე; 2.„პედიატრია“ – 2 ადგილზე; 3. „შინაგანი მედიცინა“ - 1 ადგილზე; 4. „გადაუდებელი მედიცინა“ - 2 ადგილზე.

სახელმწიფო პროგრამაში ჩარიცხულ პირთა შესახებ მიღებული ინფორმაციიდან დადგინდა, რომ სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ ჩარიცხულმა რეზიდენტმა, ავთანდილ ბურჯალიანმა, პროგრამით გთვალისწინებული ვალდებულებების გამო, უარი განაცხადა რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსებაზე და ამორიცხულ იქნა პროგრამიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამის სპეციალობაში განთავისუფლდა 1 ადგილი. შედგა კომუნიკაცია თსსუ-ხელმძღვანელობასთან და მიღებული ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების მქონე რეზიდენტებისათვის შენახული აქვთ ადგილი.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, წერილი დაეგზავნება საბჭოს წევრებს და დამატებით გამოცხადდება კონკურსი, სპეციალობაში „ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ – 1 ადგილზე.

 

პატივისცემით,

პროფესიული რეგულირების სამმართველოს უფროსი

ხათუნა ზალდასტანიშვილი