| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Simon Gabritchidze <gabritchidzes@gmail.com> |
| Subject : | RE: პჯდ რეფორმის მხარდაჭერა |
| Cc : | tgabunia2017 <tgabunia2017@gmail.com>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Received On : | 03.02.2020 11:26 |
მადლობა!
From: Simon Gabritchidze [mailto:gabritchidzes@gmail.com]
Sent: 3 February, 2020 15:26
To: Tamar Gabunia
Cc: tgabunia2017
Subject: Re: პჯდ რეფორმის მხარდაჭერა
გმადლობთ ქალბატონო თამარ,
მაშინ მომავალი კვირის დასაწყისში შეგახსენებთ და შევთანხმდეთ შეხვედრაზე.
პატივისცემით,
სიმონი
On Mon, Feb 3, 2020 at 2:39 PM Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:
სიმონ
დიდი მადლობა! ძალიან საინტერესო წინადადებებია. ამ კვირაში ჟენევაში ვარ და 10 თებერვლის კვირაში დავბრუნდები. ვფიქრობ კარგი იქნება შევხვდეთ და სამუშაო რეჟიმში გავიაროთ- რომ ჩამოვალ დავგეგმოთ ეს შეხვედრა.
თ
From: Simon Gabritchidze [mailto:gabritchidzes@gmail.com]
Sent: 2 February, 2020 18:01
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tgabunia2017 <tgabunia2017@gmail.com>
Subject: პჯდ რეფორმის მხარდაჭერა
ქალბატონო თამარ,
ბოლო შეხვედრის შემდეგ, შევიკრიბეთ ჩვენი პროექტის გუნდი და განვიხილეთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ხელშეწყობის მიზნით. ამ ეტაპზე არსებული რეალობის გათვალისწინებით 2 საკითხზე გადავწყვიტეთ კონცენტრირება:
1. ერთობლივი ელექტრონული ონლაინ პლატფორმის შექმნა - ეს პლატფორმა გააერთიანებს პჯდ პროვაიდერებს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, აკადემიური წრეების, სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. პლატფორმაში მონაწილე სუბიექტები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას პირველადი ჯანდაცვის საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და დაინტერესებული მხარეებს შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას. პლატფორმა შეიქმნება ჩვენი გუნდის მიერ და პირველ ეტაპზე ასევე ჩვენვე გავუწევთ აქტიურ კოორდინაციას, მოვახდენთ ინფორმაციის ანალიზს და სამინისტროსთვის მიწოდებას. ამისათვის მომზადდება შესაბამისი პროექტი, რომლის ერთ-ერთი საწყისი კომპონენტი იქნება ამ მხრივ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა. ამ საკითხზე უკვე მყავს მოაზრებული უცხოელი პარტნიორები.
2. პირველად ჯანდაცვაში ტელემედიცინის გამოყენების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა - რადგან ეს საკითხი ჯანმრთელობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, გთავაზობთ უფრო დეტალურად შევისწავლოთ ის, რის შედეგაც წარმოგიდგენთ კონკრეტულ მოდელს შესაბამისი სტრუქტურის, მხარეთა პასუხისმგებლობების, დაფინანსების მეთოდების და სხვა ამჟამად არსებულ კითხვებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ასევე ჩავრთავთ უცხოელ ექსპერტებს.
თუ მიგაჩნიათ, რომ სხვა საკითხებში უფრო გჭირდებათ ჩვენი რესურსის გამოყენება, გვაცნობეთ და ჩვენც შესაბამისად დავგეგმავთ.
პატივისცემით,
სიმონი
Simon Gabritchidze
Executive Director
Welfare Foundation
Tsereteli Ave. 117b, App. 65
0119, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2912699 or +995 599 969463 (mobile)
Fax: +995 32 916299
E-mail: sgabrichidze@yahoo.com