From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Anzor tchavtchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=0e03f3df18104f3b8b06b0400c558fbf-Anzor t>
Subject : RE: ლაბორატორიული ჯგუფის შეხვედრა.
Received On : 07.04.2020 16:27

ანზორ დასაკორექტირებელია, იხილეთ ქვემოთ.

 

From: Anzor tchavtchavadze
Sent: 7 April, 2020 18:54
To: Tamar Gabunia
Subject: ლაბორატორიული ჯგუფის შეხვედრა.

 

ქალბატონო თამარ გიგზავნით ლაბორატორიული ჯგიფის შეხვედრი სოქმს, ქალბატონმა ეკამ გადახედა და შესწორებები შეიტანა, წითლად მონიშნა ორი საკითხი, 

 

1) სხდომაზე ასევე, განხილულ იქნა სწრაფი ტესტების საკითხი. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსულია 4000 ანტიგენ-ტესტი და 2000 ანტისხეულების ტესტი. ასევე, უახლოეს პერიოდში ველოდებით ტესტების დამატებითი რაოდენობის (200 000-მდე) მოწოდებას თავდაპირველად საცდელი 2000 ტესტი ჩამოვა ჩინეთიდან, მისი ვალიდაციის შემდეგ გაგრძელდება 200000 ტესტის შეძენის შესაძლებლობის განხილვა. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, აღნიშნული ტესტები გადანაწილდეს ცხელების კლინიკებში? (ეს უნდა დავაზუსტოთ!!) კლინიკებში, რომელებიც უკვე ჩართულია კოვიდ 19ის დიაგნისტირებისა და მართვის პროგრამაში.

2)   მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 500 ანტისხეულის და 500 ანტიგენის ტესტის გადაცემა გორის ჰოსპიტლისთვის. მომდევნო ეტაპზე ტესტები გადაეცემა რესპუბლიკურ საავადმყოფოს და სხვა მოქმედ კოვიდ კლინიკებს.  (დასაზუსტებელია!)



ორივე პუნქტი გადაწყდა შეხვედრის ბოლოს როცა იყო ცოტა ხმაური, თუმცა ორივე ზუსტად ასე მაქვს ჩაწერილი თქვენი თანხმობის შემდეგ დავუგზავნი ყველა მონაწილეს.

 

აქვე ქალბატონმა ეკამ არ ჩათვალა საჭიროდ ოქმში ყოფილიყო ჩანაწერი ბატონი თენგიზ ცერცვაძის მოთხოვნასთან დაკავშირებით შექმნილიყო კლინიკური მოონაცემების გაზიარების პლატფორმა (რადგან უშუალოდ ამ ჯგუფის შეხვედრის თემატიკას არ ემთხვეოდა) მეც ამოვიღე არნიშნული ჩანაწერი)

 

ბოდიში რომ ვერ მოვიფიქრე ხელმოწერების მოგროვება, მაგრამ ყველას რომ გავუგზავნი მივწერ დამიდასტურონ სიზუსტე და ერთ გვერდს ამოვბეჭდავ ცალკე და დავწერ რომ დაადასტურეს ამ ოქმის სიზუსტე. 

სიზუსტის დადასტურება საჭირო არ არის- ოქმი დააცირკულირეთ და სთხოვეთ გამოაგზავნონ კომენტარი ან შესწორება მომდევნო დღის 17.00 საათამდე.