| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Maiko Shishniashvili <maikoshisho@gmail.com> |
| Subject : | RE: კორონავირუსი და მისი პრევენცია და კონტროლი საცხოვრისებში |
| Cc : | Irma Khabazi <i.khabazi@osgf.ge>; Tea Gvaramadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3ef53c907e8448efb640e206f5edffed-Tea Gva>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Received On : | 01.04.2020 17:43 |
დიდი მადლობა ქალბატონო მაია. წერილის ასლს ვაგზავნი ეკა ადამისათან და თეა გვარამაძესთან შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის.
From: Maiko Shishniashvili
Sent: Tuesday, March 31, 2020 1:51 PM
To: Tamar Gabunia
Cc: Irma Khabazi
Subject:
გამარჯობა ქალბატონო თამარ,
კორონავირუსის გავრცელებამ რიგი გამოწვევები შექმნა საოჯახო ტიპის სახლებში. პრაქტიკულად თვეზე მეტია აქტიურად ჩავერთე დაავადების საპრევენციოდ სერვისის მუშაობში ასისტენტების ინფორმირებულობით, ტრენინგით, შემდგომ სახლების მცხოვრებთა ქცევაზე მუშაობით. აგრეთვე, დამატებითი ინფექციისთვის საპროფილაქტიკო მასალის მომარაგებით, გამოყენების სწავლებით, ასევე პერსონალის უსაფრთხო ტრანსპორტირების თვალსაზრისით. თუმცა, მოგვიანებით, უფრო ორგანიზებული და გამართული გაიდლაინის საჭიროება დადგა, განსაკუთრებით კი ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიც დაავადების ფართოდ გავრცელების ფაზაა. ამავდროულად, წამოვდა სხვადასხვა საჭიროებები და წუხილები კოალიციის მშობლებს შორისაც. ამიტომ, ფონდს მივმართეთ და ვთხოვეთ, არამხოლოდ საოჯახო ტიპის სახლების, არამედ სხვა საცხოვრისების გაიდლაინების შექმნაში მხარდაჭერა.
საბედნიეროდ, დღეს გვაქვს უკვე ფონდის მხარდაჭერა, მობილიზებული გვყავს ეპიდემიოლოგებიც და ჩართულია ფსიქიკური დარღვევების ორგანიზაციის თვითადვოკატიც. საჭიროებისას ჩაერთვებიან ფსიქიატრებიც. გაიდი გვინდა შეიქმნას არამხოლოდ საოჯახო, არამედ სხვა ტიპის საცხოვრისებისთვისაც მათ სპეციფიკის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, პროექტი მოიცავს ვორქშოპებს პერსონალისთვის - სწორი მხარდაჭერის შესახებ - ეს იქნება ხელის ჰიგიენა თუ სხვა (ჯანმოს გაიდლაინზე დაყრდნობითა და CDC-ის რეკომენდაციის ინტეგრირებით). შეგვიძლია ეს ვორქშოპები შევთავაზოთ არამხოლოდ საოჯახო ტიპის სახლების პერსონალს, არამედ სხვადასხვა პროვაიდერს ასეთი საჭიროების შემთხვევაში.
გთხოვთ, ეს რესურსი გაითვალისწინოთ, გამოიყენოთ კოვიდთან ბრძოლისთვის.
მასალა იქნება რაღათქმა უნდა უახლოეს რეკომენდაციებსა და არსებულ მტკიცებულებაზე დაფუძნებული.
პატივისცემით,
მაია