| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Ekaterine Azarashvili <eazarashvili@newvision.ge> |
| Subject : | RE: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს აღიარება |
| Cc : | Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka> |
| Received On : | 15.01.2020 05:26 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! ძალიან სასიხარულოა! წარმატებულ განხორციელებას გისურვებთ.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Ekaterine Azarashvili [mailto:eazarashvili@newvision.ge]
Sent: 15 January, 2020 00:37
To: Tamar Gabunia
Subject: ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს აღიარება
ქალბატონო თამარ,
პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს!
მსურს გაცნობოთ, რომ თქვენი შეხვედრა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციასთან უაღრესად დადებითი ფაქტორი აღმოჩნდა ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აღიარება მოახდინა. აღიარება კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს დარეგისტრირდნენ ადგილობრივ სალიცენზიო გამოცდებზე, რომელიც ისრაელში სამედიცინო პრაქტიკის უფლების მოპოვების წინაპირობაა.
სულ რამდენიმე ქვეყნის სამედიცინო სკოლა აღიარა ისრაელმა და მათ შორის ვართ ჩვენც, რაც საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების საერთაშორისო აღიარების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა დელეგაციის წევრებთან შეხვედრისთვის. სტუმრებმა არაერთხელ აღნიშნეს მათი კმაყოფილება თქვენთან შეხვედრით და ხაზი გაუსვეს თქვენს სამედიცინო განათლებას და გამოცდილებას, რომლითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ.
თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენი უნივერსიტეტი არამომგებიან, არაკომერციულ იურიდიულ პირს წარმოადგენს და ასეთივე სტატუსი აქვს ჩვენს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს.
მინდა გამოგიცხადოთ თანადგომა საზოგადოებისთვის სასარგებლო ნებისმიერი ინიციატივის განხორციელებაში და გამოვხატოთ თქვენთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი.
საუკეთესო სურვილებით და ღრმა პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე აზარაშვილი
კანცლერი
წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
Ekaterine Azarashvili
Chancellor
Head of Representative Council
New Vision University
1a Evgeny Mikeladze Str.
0159, Tbilisi, GE
+995 577 211105