From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Davit Kaikatsishvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f0efe6f2a05744b6b9dcc296a31917da-Davit K>
Subject : RE: ვადის გაგრძელება რეინტეგრაცია/ინტეგრაცია
Cc : giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>; Giorgi Tsotskolauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ed969f67ab984bbe8f8aa033d222f18b-Giorgi>
Received On : 19.05.2020 05:23
Attachments :

ბატონო დავით

 

საწინააღმდეგო პოზიცია გრანტის განხორციელების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღმოცენების გარეშე (No cost extension) საწინააღმდეგო პოზიცია არ გამაჩნია. გთხოვთ მისცეთ მსვლელობა.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Davit Kaikatsishvili
Sent: 14 May, 2020 18:07
To: Tamar Gabunia
Cc: giorgi chavchavadze ; Giorgi Tsotskolauri
Subject: ვადის გაგრძელება რეინტეგრაცია/ინტეგრაცია

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტროსა და 6 არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, 2019 წლის 17 ივნისს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისა რეინტეგრაციისა და საერთაშორისო სტატუსის მქონე პირების ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით.

 

აღნიშნული ხელშეკრულებით, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, პროგრამის ბენეფიციარი პირებისათვის უნდა მიეწოდებია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 აპრილამდე.

 

უკანასკნელ პერიოდში, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, გრანტის მიმღები ორგანიზაციები ვერ ახორციელებდნენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებს. 

 

შესაბამისად, მათი მხირდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად ვერ იქნა შესრულებული. 

 

აქედან გამომდინარე, სამინისტროს ბენეფიციარებისა და შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, გრანტის მიმღები ორგანიზაციებისათვის დამატებითი ვადის მიცემა, 2020 წლის 17 ივნისამდე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართლებრივი გზების გამონახვის მიზნით, მივმართეთ სამინისტროს იურისტებს, რომლებმაც შემოგვთავაზეს, რომ გრანტის მიმღებების მხრიდან, ვალდებულებების შესრულებისათვის დამატებითი ვადის მოთხოვნის შესახებ წერილობითი მომართვისა და ჩვენი მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პროგრამის მოქმედების ვადის გახანგძლივება 2020 წლის 17 ივნისამდე.

 

შესაბამისად, თქვენი თანხმობის შემთხვევაში მზად ვართ, გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს ვაცნობოთ ჩვენი პოზიცია ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

 

აქვე გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულებებში შესულია ცვლილება და რეინტეგრაციისა და ინტეგრაციის პროგრამების აღსრულება აღარ წარმოადგენს სამინისტროს კომპეტენციას და ის გადავიდა სააგენტოს უფლებამოსილებებში, 2019 წელს დაწყებული პროგრამის დასრულება ისევ სამინისტროს კომპეტენციად დარჩა და ჩვენი სამმართველო ახორციელებს ამ პროგრამის აღსრულებას.

 

დამატებით გაცნობებთ, რომ ყოველივე ზემოხსენებულის საქმის კურსშია ბატონი გიორგი ჭავჭავაძეც.

 

დანართის სახით გიგზავნით იმ წერილის სამუშაო ვერსიას, რომლითაც უნდა მოგვმართოს გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა. აღნიშნული წერილი გავლილია, სამინისტროს იურისტთან, ქალბატონ თამარ კერძაიასთან.​​

 

პატივისცემით,

 

დავით კაიკაციშვილი

 

პოლიტიკის დეპარტამენტის, დევნილთა და ეკომიგრანტთა 

პოლიტიკის  სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა სიცუალური დაცვის სამინისტრო

 

მობ:   +(995) 599-85-94-45

ტელ: +(995) 032-251-00-26

მის:    აკ. წერეთლის გამზირი 144,  თბილისი, საქართველო,  0159

Email: dkaikatsishvili@moh.gov.ge