From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Anzor tchavtchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=0e03f3df18104f3b8b06b0400c558fbf-Anzor t>
Subject : RE: დღევანდელი შეხვედრის შეჯამება
Received On : 27.03.2020 17:08
Attachments :

დიდი მადლობა! ძალიან კარგი შეჯამებაა შეხვედრის.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Anzor tchavtchavadze
Sent: 27 March, 2020 20:29
To: Tamar Gabunia
Subject: დღევანდელი შეხვედრის შეჯამება

 

ქალბატონო თამარ, პირველ რიგში დიდი ბოდიში რომ არ შეგატყობინეთ შეხვედრაზე, ეკას ვკითხე თუ დაესწრებათქო და მითხრა თუ შეძლებს კიო, ამის შემდეგ ჩავთვალე რომ ეკამ გითხრათ, მოკლედ მოგწერთ შეჯამებას.

 

შეხვედრას დაესწრო

მაია ბუწაშვილი, გიორგი კამკამაძე, მაია ალხაზაშვილი, ხათუნა ზახაშვილი, ეკა კუპატაძე(რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორიის ხელმძღვანელი) შეხვედრას ვერ დაესწრო ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელი.

 

შეხვედრაზე ძირითად განხილვის საგანს წარმოადგენდა, მაია ალხაზაშვილის და გიორგი კამკამაძის მომზადებული პროტოკოლების შეჯამება.

 

1)      განიხილეს ყველაზე აქტუალური ჯგუფის ჰოსპიტალიზირებული და ამბულატორიული პაციენტები, ვისაც აღენიშნება  გაურკვეველი ეტიოლოგიის რესპირატორული სიმპტომები, რაც დამახასიათებელია COVID-19 ინფექციისათვის. განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა ბატონმა გიორგიმ და საბოლოოდ ჯგუფი შეთანხმდა რომ ასეთ შემთხვევებში ტესტირება ჩატარდეს, ანტისხეული ანტიგენით ან ანტიგენის და პჯრ მეთოდით.

2)      განხილული იქნა კარანტინში და დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტების ტესტირების საკითხი, ქალბატონმა ხათუნა ზახაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ასეთ პაციენტებს მსუბუქი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ჯობია ტესტი ჩაუტარდეს მე14 დღეს, რაზეც მიიღო ჯგუფისგან თანხმობა, მაგრამ გამოითქვა სურვილი რომ საკარანტინო დაწესებულებებში იყოს უფრო მეტი სამედიცინო პერსონალი, რადგან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები ფსიქოლოგიურად არიან მძიმედ ტესტისა და ხშირი სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.

3)      სამედიცინო პერსონალის შემოწმებასა და ორგანიზებული ჯგუფებისა შემოწმების საკითხზე არ გამართულა დისკუსია რადგან ჯგუფის წევრები თანხმდებოდნენ ყველა პუნქტზე.

ჯგუფში ქალბატომა მაია ალხაზაშვილმა დააყენა ტესტირების პროცედურებისათვის სახელმწიფო ტარიფის დაყენების საკითხი, თუმცა აღნიშნულზე დისკუსია არ გამართულა.

 

ქალბატონმა მაია ალხაზაშვილმა ასევე გვაცნობა რომ შექმნილია პლატფპორმა  სადაც ტესტირების განმახორციელებელ ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება (ქალბატონმა ეკამ არნიშნა რომ ეს დასამატებელი იქნება სტატისტიკის შესახებ ბრძანებაში) შეიყვანონ ყველა ჩატარებული ტესტი, პლატფორმაზე  შესაძძლებელი იქნება ტესტის ტიპის და  ნიმუშის წარმომავლობის  მითითება.  

 

მონაწილეები შეთანხმდნენ რომ მიღწეულ შეთანხმებებს ბატონი გია ასახავდა საბოლოო დოკუმენტში და იმეილის საშუალებით გაუზიარებდა დანარჩენ მონაწილეებს შემდგომი დიალოგისათვის.

 

ჩემი აზრით მომავალ კვირაში ჯგუფმა შეიძლება ჩაატაროს კიდევ ერთი შეხვედრა და საბოლოო ვერსიაზე შეჯერდნენ შეხვედრის დროს და არა იმეილით.

 

რაც შეეხება სისხლის აქციას, სისხლის ბანკი შერჩეულია, იმეილები ყველა თანამშრომელთან დაგზავნილია და უკვე 8 დონორიც გვყავს, ორშაბათისთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ 15-20 დონორამდე ავალთ და სამშაბათს ან ოთხშაბათს მოვიწვევთ ბანკს.

 

მადლობა ყურადღებისთვის

 

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო

პოლიტიკის დეპარტამენტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144,  თბილისი, საქართველო,  0159

 

+995 591  50 49 45

+995 32 2 51 00 38

 

fghdfgh