| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge> |
| Subject : | RE: ბავშვთა უფლებების სამუშაო ჯგუფის დოკუმენტები |
| Received On : | 07.02.2020 18:33 |
მადლობა ანა! ვადასტურებ მიღებას!
From: Ana Buchukuri [mailto:abuchukuri@gov.ge]
Sent: 7 February, 2020 22:29
To: Ekaterine Skhiladze
Cc: Lela Akiashvili
Subject: ბავშვთა უფლებების სამუშაო ჯგუფის დოკუმენტები
მოგესალმებით,
როგორც ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ უწყებათაშორის სამუშაო შეხვედრაზე (16 იანვარს) ითქვა, მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა უწყებების მიერ მომზადებული დოკუმენტების გაზიარებას სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პირებისთვის.
დანართის სახით გიგზავნით:
1. მანდატურის სამსახურის მიერ მომზადებულ:
ა) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისის მართვის წესს“;
ბ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მწვავე კონფლიქტურ სიტუაციებზე რეაგირების ინსტრუქციას“;
გ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების ინსტრუქციას“.
2. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტს: „სამართალწარმოების პროცესში მოწმე, დაზარალებული და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ სამართალდამცავების მიერ მოქცევის ზოგადი წესები“.
ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრებზე მონაწილე პირების მოსაზრებები მითითებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენ შენიშვნები/რეკომენდაციები წარმოდგენილ დოკუმენტებზე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 თებერვლისა.
აღნიშნული დოკუმენტების გარდა, პერიოდულად გაგიზიარებთ უწყებების მიერ მომზადებულ სხვა დოკუმენტებს/გადაწყვეტის გზებს.
მადლობა და დროებით.
პატივისცემით,
ანა ბუჩუკური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
აპარატის უფროსის მოადგილე
მობ.: +995 577 177 070
ტელ.: (995 32) 299 09 00 (7070)