From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Vera Baziari </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d1f3a8e05c2349f8a65c920ae25f4e79-Vera Ba>
Subject : Please elaborate
Received On : 29.01.2020 07:42

1.       დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის  გაუმჯობესების მიზნით,  2015 წლიდან დაიწყო პერინატალური სერვისების რეგიონალიზაცია, ხოლო 2017 წლიდან - სელექტიური კონტრაქტირება (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი).  2017 წელს დამტკიცდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული  სტრატეგია, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.  2016 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული (დაბადების რეგისტრი).

 

2014 წლის ივნისიდან ყველა ორსული უზრუნველყოფილია ფოლიუმის მჟავით ორსულობის 13 კვირამდე და რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზის შემთხვევაში რკინის პრეპარატით. 6-23 თვის ასაკის ბავშვები, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, უზრუნველყოფილი არიან მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით.

 

2016 წელს დაიწყო სიფილისით დაავადებული ორსულების სპეციფიკური მკურნალობა.

 

2018 წლიდან ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა და ორსულებისთვის უზურნველყოფილია 8 ვიზიტი, ნაცვლად 4 ვიზიტისა. დაიწყო ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სელექტიური კონტრაქტირება (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი).

 

გატარებული რეფორმების შედეგად, 2017 წელს დაფიქსირდა დედათა სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში 13,2/100,000 ცოცხალშობილზე (SGD-ის ფარგლებში სამიზნე მაჩვენებელი 2020-2030 წლებისთვის 12).

 

 

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

დედათა სიკვდილიანობა 100000 ცოცხალშობილზე

22.8

32.2

31.5

32.2

23.0

13.1

27.4

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცზალშობილზე

16.7

15.5

10.9

10.2

10.7

11.1

9.8

ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცზალშობილზე

14.6

13.2

9.5

8.6

9.0

9.6

8.1