From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Subject : PHC Covid management and testing session
Cc : Irma Khonelidze <ikhonelidze@gmail.com>; Lela Tsotsoria </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=27000431a1af423394c7c28cee15d9f3-Lela Ts>; nfmtc <nfmtc@nilc.org.ge>; Nato Shengelia <natoshengelia@gmail.com>
Received On : 22.06.2020 13:37
Attachments :

ბატონო ამირან

 

როგორც მოგეხსენებათ, აივ-ინფექცია/შიდს-ის, ტუბერკულოზის და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელშეწყობით 2020 წლის 1 აპრილიდან ხორციელედება პროექტი: SARS – Cov-2 (COVID-19) ინფექციაზე საეჭვო შემთხვევების პირველად ჯანდაცვაში მართვის ხელშეწყობა - პირველადი ჯანდაცვის პერსონალის სწრაფი გადამზადება.

პროექტის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია პირველადი ჯანდაცვის 25 დაწესებულება (.. ონლაინ-კლინიკა), რომლებიც ჩართული არიან 112-ის სისტემაში და აწარმოებენ მათთან გადამისამართებული ზარების სატელეფონო ტრიაჟს და დისტანციურ მონიტორინგს. ივნისის თვიდან აღნიშნული დაწესებულებები ჩაერთენ COVID-19-ზე გაფართოებული ტესტირების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ისინი ატარებენ ამბულატორიული პაციენტების PCR-კვლევას შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით.

112-ის სისტემაში ჩართული კლინიკების სატელეფონო კონსულტაციების ხარისხის გარე კონტროლის მიზნით პროექტის ფარგლებში შემუშავდა და სამინისტროსთან შეთანხმდა ტესტირების ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ჩატარდა მითითებული კლინიკების სატელეფონო კონსულტაციების ხარისხის შემოწმება.

გარე კონტროლის შედეგების გაზიარების მიზნით ვგეგმავთ შეხვედრას სისტემაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რისთვისაც გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზაზე გამოგვიყოთ შეხვედრის ოთახი ოთხშაბათს 24 ივნისს 16-დან 18 საათმდე თუ შესაძლებელია.

შეხვედრას ფიზიკურად დაესწრებიან მხოლოდ თბილისის 10 დაწესებულების წარმომადგენლები, ხოლო დანარჩენი ონლაინ-კლინიკები ჩაერთვებიან დისტანციურად.

შეხვედრაზე ვგეგმავთ შემდეგი საკითხების განხილვას:

1.         ოჯახის ექიმების სატელეფონო კონსულტაციების ხარისხის გარე კონტროლის შედეგები;

2.         COVID-19-ის დიაგნოსტირების მიზნით PCR და სეროლოგიური ტესტირების რეკომენდაციები, ტესტის სპეციფიკურობა/მგრძნობელობისა და ჩატარებისთვის მაქსიმალურად ეფექტური დროის გათვალისწინებით;

 

პირველ ორ საკითხზე პრეზენტაციას წარმოადგენს საქართველოს საოჯახო მედიცინის ასოციაცია, ხოლო რაც შეეხება ტესტირების საკითხს, თუ შესაძლებელია, გთხოვთ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გამოყოთ შესაბამისი პირი, ვინც გაუძღვება ამ ნაწილს.

წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის და ველით თქვენს გამოხმაურებას

 

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0