ბოლნისში ნაცხების აღება ლუგარის ლაბორატორიისთვის დაიწყო 19 აპრილს. 19 აპრილიდან აღებულია სულ 1380 ნაცხი, საიდანაც 59 კოვიდ ინფექციაზე დადებითია. ყველაზე მეტი დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა 23 აპრილს - 13 დადებითი, 30 აპრილს - 12 დადებითი, 4 მაისს 10 დადებითი. (აღსანიშნავია, რომ პიკურ დღეებშიც აღინიშნებოდა კლება) 5 მაისს აღებული ნაცხებიდან 2 დადებითია. 6 მაისს აღებული ნაცხების რაოდენობა არის 31 და შედეგები ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი.
თერმული სკრინინგი და მოსახლეობის გამოკითხვა სიმპტომებზე დაიწყო 20 აპრილს. ჩატარებულია 17308 ბენეფიციარზე, 26 აპრილს 10 ბენეფიციარს პირველადი შემოწმებით აღენიშნა ცხელება, რაც გადამოწმების შემდგომ აღარ დადასტურდა. ამ ბენეფიციარებს მიეცათ შესაბამისი კონსულტაცია. დანარჩენ ბენეფიციარებთან ცხელება არ გამოვლენილა.
რაც შეეხება მარნეულის თემას, დადასტურებული შემთხვევა არის 33, მაგრამ აღსანიშნავია, რო, ამ შემთხვევებიდან 22 არის უშუალოდ მარნეულის მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი 11, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი, არ არის მარნეულის მკვიდრი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აგრესიული ტესტირება და თერმოსკრინინგი. არსებულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ჩატარებული მონაცემების მიხედვით უკვე შესაძლებელი იქნება მსჯელობა იმ თემაზე, შეიძლება თუ არა გაიხსნას მარნეულის ტერიტორია, რაც რთული სათქმელია ბოლნისის შემთხვევაში. ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ თბილისი-რუსთავის გახსნა შესაძლებელია, მაგრამ აუცილებლობას წარმოადგენს ქალაქების შესასვლესა და გამოსასვლელებში აქტიურად ჩატარდეს თერმოსკრინინგი.
Sent from my Samsung Galaxy smartphone.