9 იანვრის სხდომა - *სავარაუდო სარისკო საკითხები, რაზეც მესიჯები იქნება საჭირო*
► *სოფლის მეურნეობა*
,,სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების საკითხი - ყველა ოჯახური წარმოების სუბიექტს (ყიდის და აწარმოებს თაფლს, შინაურ ფრინველს, ცხოველს, ხორც და ა.შ) აქვს ვალდებულება დარეგისტირდეს და დაექვემდებაროს წარმოების ნორმებს და წესებს, ასევე ისარგებლებს შეღავათებითაც და რეგულირების ზოგიერთი ნაწილი არ შეეხება. თუ არ გაივლის რეგისტრაციას დაჯარიმდება. შესაბამისად სოფლებში მოსახლეობას მოუწევს რეგისტრაციის გავლა და გარკვეული ვალდებულებების აღება რაც შეიძლება დაკავშრებული იყოს უკმაყოფილებასთან.
>> გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული რეგულირების შესახებ კერძოდ რა ვალდებულებებს გაუჩენს მოქალაქეებს და რა შეზღუდვებს
>> რეგისტრაცია არის თუ არა ფასიანი და სად მოხდება
>> რა მესიჯი გვაქვს საკითხის ბენეფიტების წარმოსაჩენად და რისკებზე საპასუხოდ
► *ჯანდაცვა*
შემოდის ახალი შეზღუდვები, კერძოდ სამედიცინო დწესებულებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა ჰყავდეს 13 000 ბენეფიციარი. (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა)
ამ ეტაპზე 13,000-ზე მეტი ბენეფიციარი რეგისტრირებულია 34 სამედიცინო დაწესებულებაში. მ.შ.:
თბილისში - 25 (ბენეფიციარების 63%);
ქუთაისში - 5 (ბენეფიციარების 77%);
ბათუმში - 4 (ბენეფიციარების 81%);
>> ის კლინიკები რომლებიც ვერ გაზრდიან ბენეფიციარების რაოდენობას ამოვარდებიან პროგრამიდან? რაც ბუნებრივია გამოიწვევს უკმაყოფილებას. ასევე მოქალაქეები რომლებიც კონკრეტული კლინიკის მოხმარებლები არიან იმ კლინიკაში ვეღარ მიიღებენ სახელწმიფო სერვის - კიდევ რა რისკებია განსაზღვრილი ამ ცვლილებით და რა საპასუხო მესიჯები გვაქვს? რა ბენეფიტები აქვს ამ ცვლილებას?
► *საგარეო*
გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირს“ მიეცემა ნებართვა აწარმოოს გერმანელი ჯარისკაცების სხეულის ნეშტების მოძიება.
>> ადრეც ხორციელდებოდა და შეიძლება არ იყოს პრობლემური, მაგრამ რამდენადაც წელს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელია, ამ საკითხის წამოწევა სავარუადოდ არ არის რეკომენდებული
Sent from my Samsung Galaxy smartphone.