ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით, ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან დაკავშირებული შემთხვევები.
აღნიშნულ შემთხვევებში საკმაოდ იმატა როგორც ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ, ისე სხვადასხვა საეჭვო სიპტომატიკით კლინიკებში მოთავსებულ ადამიანთა რიცხვმა.
*დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსი დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს 33 თანამშრომელს (მათ შორის დამლაგებლები, სამეურნეო ნაწილი და ოფიცერთა შემადგენლობა) და მათთან კავშირში მყოფ 17 პირს (საერთო ჯამში 50 პირი).*
ასევე საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის *იმ თანამშრომელთა შემთხვევაც, რომლებიც უზრუნველყოფენ საპატრიარქოს დაცვას.*
მართალია ამ დროისთვის (14 აპრილს) კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სდსს-ის მხოლოდ 1 თანამშრომელს (ვ. ბიჭიკაშვილი), თუმცა ამავე სიმპტომატიკით ჰოსპიტალიზირებული იქნა სდსს-ის კიდევ 3 თანამშრომელი (ყველა მათგანი უზრუნველყოფს საპატრიარქოს დაცვას, 1 მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა).
*გასათვალისწინებელია, რომ სდსს-ის თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ როგორც სასულიერო პირებსა და საპატრიარქოში შემსვლელ ყველა პირთან* _(მაგ. ინფიცირებული ვ.ბიჭიკაშვილი ბოლო მორიგეობის დროს სიცხეს უზომავდა საპარიარქოში შემსვლელ ყველა პირს)._
სდსს-ის თანამშრომელთა მასიურმა დაინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის მასშტაბური გავრცელება, *კერძოდ, მათ მიერ მოხდეს სასულიერო პირთა დაინფიცირება, ხოლო ამ უკანასკნელთა მხრიდან - მრევლის.*
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კოორდინაციით, შემუშავდეს სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც, თავდაცვის სამინისტროსა და სდსს-ის დანაყოფებში ეტაპობრივად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები (შენობების, ავტოტრანსპორტის, ინვენტარის) და მოხდება თანამშრომელთა თერმოსკრინინგი.
მნიშვნელოვანია, გაიწეროს ხსენებულ უწყებებში ინფექციასთან ბრძოლის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების გეგმა.
Sent from my Samsung Galaxy smartphone.