From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; tt@aidscenter.ge; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; levan.gopodze@respublikuri.ge
Subject : Meeting with Clinical Team
Cc : Alisa Tsuladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=6c6cfa06d9a74264a5aa512b6bc62306-Alisa T>; Kakhaber Shalikadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=190c5b3225fa4c00801a57cdab523cc4-Kakhabe>; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ed969f67ab984bbe8f8aa033d222f18b-Giorgi>; etikaradze@yahoo.de
Received On : 28.04.2020 12:12
Attachments :

ძვირფასო კოლეგებო

დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. გიგზავნით შეხვედრაზე გაჟღერებული საკითხების მოკლე შეჯამებას.

კლინიკურ ჯგუფთან შეხვერდის მთავარი შედეგები: 18 აპრილი

 

1.       მნიშვნელოვანია კოვიდის კლინიკების საწოლფონდის რაციონალური გამოყენება და ტესტირების და შედეგების დროულად მიწოდების უზრუნველყოფა

2.       თუ „გამოჯანმრთელების“ სტატუსის დადასტურება ლაბორატორიულად გახანგრძლივდა- შესაძლოა გამოვიყენოთ რეაბილიტაციის ტიპის სამედიცინო დაწესებულების გამოყენების საკითხი. მაგ. აბასთუმანში, თუკი მოხდება აბასთუმნის გაძლიერება ადამიანური რესურსით.  დაწესებულებები წარმოადგენენ იმ პაციენტების სიას, რომელთა „გამოჯანმრთელება“ გახანგრძლივდა, თუმცა მათი კლინიკური მდგომარეობა კარგია.

3.       თავშესაფრებში ხანდაზმულების პრიორიტეტული ტესტირება ალგორითმის თანახმად: ტესტირება ანტისხეულებით, თუ დადებითია ტესტირება PCR -ით.

4.       კლინიკური გაიდლაინი ამ ეტაპზე რჩება უცვლელი, თუმცა კლინიკური ჯგუფი მიმდინარე რეჟიმში გაეცნობა და განიხილავს მკურნალობის ახალ/ექსპერიმენტულ მეთოდებსაც  და იმუშავებს მათ დანერგვაზე კანონმდებლობის ფარგლებში.

5.       მულტიპროფილურ კლინიკებში, რომლებიც დღეს არ არიან ჩართული კოვიდის პროგრამაში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრება, რათა მათ უსაფრთხოდ მართონ პაციენტების სომატური პრობლემებით და მომატებული ტემპერატურით.

6.       ანტისხეულების ტესტების გამოყენების პირობები - ცნობილია, რომ ამ ტესტების მგრძნობელობა გარკვეულწილად ლიმიტირებულია. ამიტომ ტესტების ქსელში გამოყენებამდე მნიშვნელოვანია მათი შეფასება ლაბორატორიულ პირობებში. ანტისხეულების ტესტების გამოყენება მაღალი რისკის ჯგუფებში სკრინინგის, მაგრამ არა დიაგნოსტიკის მიზნით მისაღებია. (ალგორითმის შესაბამისად) 

7.       კოვიდის და ცხელების კლინიკების დაფინანსების და მთვრობის 253 დადგენიებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების თაობაზე კლინიკებმა მუშაობა უნდა აწარმოონ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.

8.       კოვიდის პორტალებში ინფორმაციის დროული და რეგულარული შეტანა უკიდურესად მნიშვნელოვანია

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0