| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Keti Goguadze <k.goguadze@curatio.com>; George Gotsadze <g.gotsadze@curatio.com> |
| Subject : | Human Resources in Hospitals-For internal Use only |
| Cc : | Ketevan Goginashvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f1d7f6d1d9384748b751e919e3623665-Ketevan> |
| Received On : | 23.06.2020 11:39 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი და ქალბატონო ქეთი
დიდი მადლობა დღევანდელი შეხვედრისა და განმარტებებისთვის. შეთანხმებისამებრ გიგზავნით ინფიორმაციას ადამიანური რესურსის შესახებ 2020 წლის მონაცემებით, შეგროვდა რეგულირების სააგენტოს მიერ. ასევე გიგზავნით გადაუდებელი დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებული საწოლფონდის შეფასების შედეგებს, ესეც უახლესია.
სხვა მონაცემებს ქეთი მოგაწვდით ეტაპობრივად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Keti Goguadze [mailto:k.goguadze@curatio.com]
Sent: 23 June, 2020 15:31
To: Tamar Gabunia
Subject: Today meeting minutes
Importance: High
ქალბატონო თამარ და ქეთი,
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი შეხვედრისთვის. ამ იმეილით მოკლედ მინდა შევაჯემო ის საკითხები რაზეც დღეს შევთანხმდით:
25 ივნისამდე ველოდებით მხოლოდ შემდეგ ორ დოკუმენტს:
· რუხის საავადმყოფოს საპროექტო და ფუნქციონალური გეგმა
· ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს საპროექტო და ფუნქციონალური გეგმა
ამ ბაზაში აუცილებელია ჩანდეს როგორც
i. იურიდიული პირის იდენტიფიკატორი ასევე
ii. ცალკეული ფილიალის იდენტიფიკატორი
iii. დაწესებულების ტიპი მაგ. მრავალპროფილური საავადმყოფო, სპეციალიზირებული საავადმყოფო, ამბულატორიული დაწესებულება, ა.შ. გამონაკლისი იქნება სტომატოლოგიური კლინიკები და სოფლის ექიმები, რომელთა შესახებ ინფორმაცია არ არის საჭირო.
a. ინდივიდუალური (case-based) შემთხვევების ბაზები 2014-2019 წლების პერიოდისთვის, სადაც ადამიანის სახელი და გვარი არის წაშლილი, ხოლო პირადი ნომერი გადაკეთებულია უნიკალურ კოდად ისე რომ შესაძლებელი იყოს ერთი და იგივე ადამიანის მიერ სხვადასხვა მომსახურების უტილიზაციაზე დაკვირვეება, რაც გულისხმობს, რომ პაციენტის პირადი ნომრის რეკოდირებისას შენარჩუნებული იყოს ერთიდაიგივე უნიკალური კოდი როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღებისას. ყველა სხვა ცვლადები როგორც დემოგრაფიული, ასევე საცხოვრებელი სოფელი/რაიონი, ფაქტობრივი მისამართი და სხვა კლინიკური ინფორმაცია და შემთხვევაზე მოთხოვნილი თანხა უნდა იყოს ბაზაში შენარჩუნებული.
a. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებისთვის
b. დიალიზის ვერტიკალური პროგრამისთვის
b. 2014-2019 წლების სტატისტიკური მონაცემები სხვა სახელმწიფო პროგრამების (ვერტიკალური პროგრამები) შესახებ კერძოდ:
i. დაფინანსებული შემთხვევების რაოდენობა, პროგრამების, დაწესებულებების, რაიონებისა და რეგიონების მიხედვით (პროგრამის ქვეკომპონენტების მითითებით)
ii. გადარიცხული თანხა პროგრამაში გატარებული შემთხვევის, დაწესებულების, რაიონებისა და რეგიონების მიხედვით (პროგრამის ქვეკომპონენტების მითითებით)
c. დაავადების კონტროლის ცენტრისგან ანგარიშები საჭიროა რაიონულ და რეგიონულ ჭრილში 2014-2019წწ- არაუგვიანეს 30 ივნისისა
i. ფIV-66 - სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ანგარიში
ii. ფIV-025 - ამბულატორული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში დაავადებების ახალი შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ანგარიში
iii. ფIV-020 ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული-მხოლოდ იმ წლებისთვის, რომლებიც სტანდარტულია და ამჟამად ფუნქციონირებს
iv. ფIV-13 - სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიმწოდებელი სუბიექტის ანგარიში
d. რაიონულ და რეგიონულ ჭრილში 2014-2019 წლების მიხედვით კერძოდ თუ რამდენი ექთანი და ექიმია დასაქმებული ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ სექტორში და რაც მთავარია ექმიმების სტატისტიკა სპეციალობების მიხედვით რაიონულ ჭრილში. როგორც შევთანხმდით, თქვენ გაქვთ განახლებული ინფორმაცია და მოგვცემთ როგორც თქვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ასევე დკსჯეც-ისაც 30 ივნისამდე
e. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ინფორმაცია დაწესებულებების მიხედვით საწოლთა ფონდის შესახებ 2014-2019 წლის მდგომარეობით- არაუგვიანეს 30 ივნისისა
მემგონი არაფერი გამომრჩა, და ქეთისგან ველოდებით იმეილს არაუგვიანეს ხვალისა, თუ რა ბაზები იქნება მოცემულ ვადებში ხელმისაწვდომი და რა არა.
პატივისცემით,
ქეთი
Ketevan Goguadze, MD |
3 Kavsadze str, Office 5, 0179, Tbilisi, Georgia |
Curatio International Foundation Hosts the Secretariat of Health Systems Global - the first international membership organization fully dedicated to promoting health systems research and knowledge translation. |