From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info>
Subject : Fwd: COVID-19 RT-PCR დიაგნოსტიკის შესახებ
Received On : 13.04.2020 08:37


გთხოვთ დაარეგისტრიროთ 


Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Tata Sirbiladze
Date: 4/13/20 12:21 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia , A.Gamkrelidze@ncdc.ge, Ekaterine Adamia , M.Alkhazashvili@ncdc.ge, Maia Butsashvili , George Kamkamidze
Subject: COVID-19 RT-PCR დიაგნოსტიკის შესახებ

ქალბატონო თამარ,

 

მოგეხსენებათ, რომ კლინიკა ნეოლაბი .. 30 მარტიდან ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს რესპუბლიკური საავადმყოფოს მომსახურებას COVID-19 RT-PCR ტესტირების საშუალებით.

ამჟამად ტესტირებისათვის საჭირო რეაქტივები მოგვეწოდება NCDC-დან, ხოლო რესპირატორული მასალის აღებას აწარმოებენ ჩვენი კლინიკის ეპიდემიოლოგები და ექთნები, რომელთა აღჭურვას პერსონალური დამცავი საშუალებებითა და მასალის ასაღები ერთჯერადი სახარჯი მასალით ასევე ხორციელდება ჩვენი კლინიკის მარაგებიდან.

კლინიკა ნეოლაბში დღეიდან გაჩნდა შესაძლებლობა, COVID-19 RT-PCR დიაგნოსტიკა ვაწარმოოთ აშშ-ში წარმოებული ტესტ-სისტემის გამოყენებით, რომელიც ყველაზე პირველი დარეგიტრირებული პჯრ ტესტია საქართველოში და როგორც ჩვენი ლაბორატორიის, ისე NCDC-ის მიერ გაიტესტა და იძლევა ვალიდურ შედეგებს

ბატონი ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით ვგეგმავთ აღნიშნული ტესტ-სისტემების შეძენას, რათა უკვე ახალი ტესტებით გავაგძელოთ კორონავირუსზე საეჭვო პირების ტესტირების მომსახურება.  შესაძენი ტესტების რაოდენობის განსაზღვრისათვის გვესაჭიროება შემდეგი საკითხების გადაწყვეტაში თქვენი დახმარება:

1)  უნდა გაკეთდეს COVID-19 RT-PCR ტესტირების განფასება, რომელიც მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: ლაბორატორიული ტესტირების ფასი და მასალის აღების მომსახურების ღირებულება.

2) მასალის ასაღები სახარჯი მასალისა და პერსონალური დამცავი საშუალებების მოწოდებასა ან/და შესყიდვის ორგანიზება, ვინაიდან ჩვენს და სხვა კლინიკებში შექმნილი მარაგები შეიძლება მალე ამოიწუროს და საჭიროა აღნიშნული საშუალებების მოწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა.


წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის.


პატივისცემით,

ტატა სირბილაძე

კლინიკა "ნეოლაბი"

პროექტების მენეჯერი

599968574