| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Gvantsa Gasviani </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=98db037093be484aa6c74655f95df515-Gvantsa> |
| Subject : | Fwd: სპს თანამშრომელთა ტესტირების შესახებ |
| Received On : | 24.06.2020 18:31 |
| Attachments : |
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს,
ბატონ ამირან გამყრელიძეს
ბატონო ამირან,
როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც დასაქმებულნი არიან პენიტენციური დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებსა და სამედიცინო პუნქტებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტების მიერ გადამზადდნენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) როგორც სწრაფი/მარტივი, ასევე PCR ტესტირების საკითხებში და მიმდინარე წლის 10 ივნისიდან ახორციელებენ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებულების/მსჯავრდებულებისა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ტესტირებას სწრაფი/მარტივი ტესტებით.
თქვენი რეკომენდაციით, სწრაფ მარტივ ტესტირებასთან ერთად, დაგეგმილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სამსახურის მოსამსახურეთა გარკვეული სამიზნე ჯგუფების ტესტირება პჯრ (PCR) მეთოდით, რისთვისაც გთხოვთ, სახელმწიფო პროგრამის - „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ (პროგრამული კოდი: 27 03 03 11) ფარგლებში,
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ, უსასყიდლოდ გადმოგვცეთ პჯრ მეთოდით ტესტირებისთვის საჭირო შემდეგი სახარჯი მასალები:
ასევე, თქვენი დახმარებით, მ/წ 24.06-დან კიდევ ერთხელ დაიწყო იმ 80 ადამიანის მომზადება, ვინც უკვე გაიარა მომზადება ტესტირების პროცესში.
ჩვენი შეთანხმებისამებრ ჩააბარებენ გამოცდას და მიიღებენ თქვენი სამსახურის მიერ გაცემულ სერთიფიკატს, აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მ/წ 10.07-მდე.
პატივისცემით,
თამთა დემურიშვილი