| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi> |
| Subject : | Fwd: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით |
| Received On : | 21.01.2020 13:27 |
| Attachments : |
თამარ, გია,
მოგეხსენებათ, რომ სამინისტრო შეიმუშავებს საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკას, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტი და ჯანმრთელობის დაცვის პროგამების დეპარტამენტი, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგერთ ღონისძიებათა შესახებ მთავრობის N36 დადგენილების მიხედვით, თავად უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებას. თავის მხრივ, სოციალური მომსახურების სააგენტო ტერიტორიული ერთეულების დახმარებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფას.
მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკის განმსაზღვრელად და პროგრამის შემსრულებლად დაყოფა ვფიქრობთ შედარებით მოქნილია და უზრუნველყოფს მოქალაქეებისათვის/კლინიკებისათვის ტერიტორიულ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, სამინისტროს მიერ პროგრამის განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტერიტორიული ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ხელი შეუშალოს მოქნილობას და ეჭვქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებით განხორციელდება. ამასთან, შესაძლოა გაართულოს თავად პროგრამის აღსრულების პროცესიც, მაგალითად, ბათუმში არსებულ კლინიკას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ტერიტორიულად ახლო ერთეულთან და არ უნდა სჭირდებოდეს თბილისში ჩამოსვლა.
გარდა ამისა, თუ სამომავლოდ განიხილება საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამების მართვასთან დაკავშირებით ცალკე სსიპ-ის შექმნა, სამინისტროს მიერ მცირე დროით პროგრამის განხორციელება შესაძლოა არ იყოს გამართულებული, რადგან პროგრამის განხორციელებისათვის ახალი სსიპ-ის შექმნა აჩენს ეჭვს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება (სამინისტროს მიერ პროგრამის განხორციელება) იყო არასწორი ნაბიჯი.
შესაძლებელია სამართლებრივ აქტებში ცვლილების გზით განხორციელდეს ამ ფუნქციის სამინისტროში გადმოტანა, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ეფექტურ მუშაობას და პრაქტიკული თვალსაზრისით შექმნას პრობლემები, ვინაიდან სამინისტროს რეგიონებში არ აქვს მისი ტერიტორიული ერთეულები და იგი სოციალური მომსახურების სააგენტოს დაქვემდებარებაშია.
Best Regards,
Tatia Khabeishvili
Legal Advisor
Ministry of IDP, Labour, Health and Social Affairs of Georgia
144, Ak. Tsereteli Ave. Tbilisi, Georgia
(+995) 599 80 08 15