From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>
Subject : Fwd: ეპკლუსას ახალი პარტიის განაწილებასთან და მომავალ შეკვეთასთან დაკავშირებით
Received On : 17.01.2020 10:20
Attachments :

ეკა 
გთხოვ ჩაერთოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში. 



Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Tamar Meliqidze
Date: 1/17/20 2:14 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia
Subject: Fw: ეპკლუსას ახალი პარტიის განაწილებასთან და მომავალ შეკვეთასთან დაკავშირებით



----- Forwarded Message -----
From: tamar kavteladze
To: "tmeliqidze@yahoo.com"
Sent: Friday, January 17, 2020, 12:55:14 PM GMT+4
Subject: ეპკლუსას ახალი პარტიის განაწილებასთან და მომავალ შეკვეთასთან დაკავშირებით

ქალბატონო თამარ,
 
როგორც მოგეხსენებათ,  სსიპ სოციალური მომოსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში 2020 წლის 14 იანვარს შემოვიდა ბენ კამარკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნილი N3265 წერილი, თანმხლები დოკუმენტაციით , რომლის თანახმადაც, კომპანია გილეადი 2020 წლის იანვრის თვეში განახორციელებს მედიკამენტ MyHEP ALL  (სოფოსბუვირ/ველპატასვირი,)-ის  4003 ბოთლის დონაციას.
ამ ეტაპზე, სააგენტოს ცენტრალურ საწყობში ეპკლუსას მარაგი სრულად ამოწურულია, ხოლო პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებში (სულ 40) დარჩენილია 160 კოლოფი (მონაცემები იცვლება საათობრივად, ბენეფიციართა მიმართვიანობის შესაბამისად). 
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს მიერ, მიმწოდებელი დაწესებულებებში ჩართული პაციენტების მიხედვით (თბილისი, რეგიონი), დაანგარიშდა ეპკლუსას მისაწოდებლი რაოდენობები:
 
ა) პაციენტები, რომელთაც 2019 წლის სექტემბრის თვიდან გაიარეს "C ჰეპატიტის მკურნალობის კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისია", მიიღეს დადებითი პასუხი (მესიჯით ინფორმირებულები), მაგრამ სუბიექტური/ობიექტური მიზეზების გამო არ დაუწყიათ მკურნალობა;
ბ) მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ელიმინაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პაციენტთა დოკუმენტაციები (პაციენტები), რომელიც ელოდებიან "კომისიის" გავლას.
გ) მიმწოდებელ დაწესებულებებში მკურნალი ექიმების მიერ "რეჟიმდანიშნული" პაციენტები, რომელთა დოკუმენტაციები ელოდებიან სააგენტოში გადმოგზავნას.
 ზემაღნიშნული, ახალი პაციენტებისთვის, დაანგარიშებულ იქნა, როგორც ერთი თვის მისაწოდებელი მარაგი, ასევე ორი თვის სამკურნალო მარაგი.
ამ რაოდენობებს დაემატა პროგრამულ პაციენტთა მკურნალობის კურსის დასასრულებლად საჭირო ის რაოდენობები, რომელიც სასწრაფოდ მისაწოდებელია (დაანგარიშდა ელიმინაციის ანალიტიკური მოდულიდან).
გთხოვთ, იხილოთ მიმწოდებლებში მედიკამენტების გადასანაწილებელი რაოდენობები დანართის სახით.
ახალი პაციენტების ორი თვის სამკურნალო მარაგი (4891კოლოფი) უკვე აჭარბებს იანვრისთვის დაგეგმილ, მოსაწოდებელ რაოდენობას (4003 კოლოფი).
ზემოაღნიშნული დაანგარიშების გათვალისწინებით და პაციენტთა მკურნალობის უწყვეტობის მიზნით, მარტის თვის დასაწყისში, საჭიროა განხორციელდეს შემდგომი ახალი დონაცია, რაც აუცილებელია ეცნობოს დონორ ორგანიზაციას.
 
პატივისცემით,
 
თამარ კავთელაძე
 
C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი
 
სსიპ- სოციალური მომსახურების სააგენტო