| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info> |
| Subject : | Fwd: დეფიბრილატორების ერთიანი შესყიდვის შესახებ |
| Received On : | 29.04.2020 05:52 |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ!
„საქართველოს გულის რიტმის ასოციაციამ“ განიხილა თქვენს მიერ რევიზიისთვის გამოგზავნილი წერილი, რომელშიც მითითებულია #520 დადგენილების ფარგლებში საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტებისათვის ერთიანი შესყიდვებისთვის დაგეგმილი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების (ერთ-, ორ და სამკამერიანი) კომპლექტაციები.
კომპლექტაციების პირობებში მიზანშეწონილად მიმაჩნია შეიცვალოს შემდეგი პუნქტები:
1. ერთკამერიანი დეფიბრილატორები
2. ორკამერიანი დეფიბრილატორები
3. სამკამერიანი დეფიბრილატორები
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აქვე მოგახსენოთ რამოდენიმე მტკივნეულ საკითხი.
1. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს თქვენ გამოთქვით პრინციპული მზაობა, რომ განიხილავდით საკითხს და პეისმეკერების იმპლანტაციის პროცედურების ანაზღაურება მოხდებოდა ფაქტობრივი ხარჯით. ლარის დევალვაციის ფონზე კიდევ უფრო რთულდება პაციენტებთან მუდმივი პეისმეიკერების იმპლანტაცია. სამწუხაროდ ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ ჩანს.
2. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ ახალგაზრდა, შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის (ვინც არ სარგებლობს #165 და #218 დადგენილებებით) კვლავაც მიუწვდომელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და პირდაპირი მნიშვნელობით გადამრჩენი ჩარევების დაფინანსება (კათეტერული აბლაცია, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების იმპლანტაცია), რაც საქართველოს მოქალაქეებს უზღუდავს სამედიცინო სერვისებზე თანაბარი წვდომის უფლებას.
იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება მოყვანილი არგუმენტები.
პატივისცემით,
კ.ეცადაშვილი
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი