| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Subject : | Fwd: აივ/შიდსით პაციენტების გამოკვლევა COVID-19-ზე |
| Received On : | 21.05.2020 02:49 |
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ დაგეგმილი გვაქვს ყველა აივ/შიდსით პაციენტის გამოკვლევა COVID-19-ზე, კერძოდ IgM და IgG ანტისხეულებზე სწრაფი მარტივი მეთოდით.
ამჟამად ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთის ჩათვლით) არვ მკურნალობაზე იმყოფება დაახლოებით 5 200 აივ/შიდსით პაციენტი, რომელთა COVID-19-ზე გამოკვლევა ხელმისაწვდომია. მათგან ჩვენი ცენტრი ემსახურება დაახლოებით 3 200 პაციენტს. დანარჩენ პაციენტებს ემსახურებიან ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის რეგიონული ცენტრები, აგრეთვე სოხუმის რეგიონული ცენტრი (ჩვენი სპეციალისტების მეთოდური ხელმძღვანელობით).
გთხოვთ, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრისთვის გამოგვიყოთ COVID-19-ის ანტისხეულებზე სადიგანოსტიკო სწრაფი მარტივი ტესტი - 3 200 ცალი. ტესტების დანარჩენი რაოდენობისათვის (დაახლოებით 2 000 ტესტი) რეგიონული ცენტრები, როგორც ცალკე იურიდიული პირები, თავად მოგმართავენ.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე