From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi>
Subject : FW: covid19-დაფინანსების საკითხები
Cc : tmeliqidze@yahoo.com
Received On : 29.03.2020 12:06
Attachments :

ბატონო გიორგი, ქალბატონო ეკა და ქალბატონო თამარ

გთხოვთ იხილოთ შეკითხვები COVID 19 ის პროგრამულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. გთხოვთ განიხილოთ და მოამზადოთ შესაბამისი გადაწყვეტა.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Maia Khomeriki [mailto:mkhomeriki@gh.ge]
Sent: 29 March, 2020 13:41
To: Tamar Gabunia
Subject: covid19-დაფინანსების საკითხები

 

მოგესალმებით.

 

ქალბატოო თამარ, მოგეხსნებათ, მიმდინარე ეტაპზე მოქმედი რეგულაციებით, Covid 19-ის დიაგნოსტიკის, დადასტურებული თუ დაუდასტურებელი შემთხვევების მართვა მხოლოდ ინფექციური დაავადებების მართვის სანებართვო დანართის მქონე კლინიკებს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ნუსხაში არსებულ კლინიკებს შეუძლიათ. კლინიკები, რომლებიც არ ფლობენ სანებართვო დანართს ინფექციური დაავადებების მართვაში, თუმცა მათ, როგორც სტაციონარულ დაწესებულებებს, გააჩნიათ ერთი ბოქსირებული პალატა მაინც ინფექციური ავადმყოფების დროებითი იზოლაციისთვის (სანებართვო პირობების მიხედვით), Covid 19-ის  შესაძლო შემთხვევებში უწევენ შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, კოორდინაციაში მოქმედებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და საჭიროებისას ახორციელებენ რეფერალს.

 

პრობლემურია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემდეგი ტიპის შემთხვევების დაფინანსების საკითხი:

  •  Covid 19-ის დაუდასტურებელი თუ დადასტურებული შემთხვევის დროს, როდესაც ხორციელდება პაციენტის რეფერალი კლინიკიდან, რომელიც არ ფლობს სანებართვო დანართს ინფექციური დაავადებების მართვაში და შესაბამისად, არ წარმოადგენს პროგრამის ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის მიმწოდებელს, ამასთან, არ არის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული კლინიკების ნუსხაში, მოქმედი რეგულაციების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება (ანაზღაურდება Covid 19-ის შესაძლო შემთხვევის ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროგრამული კოდის ფარგლებში, ინფექციური დაავადებების მართვის სანებართვო დანართის მქონე კლინიკებისა და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ნუსხაში არსებული კლინიკებისთვის);
  •  Covid 19-ის დაუდასტურებელი სტაციონარული შემთხვევები, რომელიც გაგრძელდება ამავე სტაციონარში, მაგრამ კლინიკა არ წარმოადგენს პროგრამის ინფექციური დაავადებების მართვის კომპონენტის მიმწოდებელს და არ არის დადასტურებული პნევმონიის დიაგნოზი ან არ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიასმოქმედი რეგულაციების მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება.
    • Covid 19-ის დაუდასტურებულ შემთხვევებში, მიზნობრივი და ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის, საყოველთაო ჯანმრთლობის დაცვის პროგრამის ფარგლებში არის პროგრამული კოდები, რომელთა მართვა, კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ კლინიკებს, რომელთაც არ აქვთ სანებართვო დანართი ინფექციური დაავადებების მართვაში (მაგ., J06, J05, J10.1, J10.8, R50 და სხვ.); თუმცა, .. „საბაზისოდავეტერანისპაკეტით მოსარგებლეებისთვის, თუ ისინი არ საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიას ან/და არ აქვთ პნევმონიის დიაგნოზი, მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირობების მიხედვით არ ანაზღაურდება. პროგრამის ეს პირობა განსაკუთრებით პრობლემურია კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

 

პატივისცემით,

 

მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი