From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Anzor tchavtchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=0e03f3df18104f3b8b06b0400c558fbf-Anzor t>
Subject : FW: Roche 6800
Received On : 24.04.2020 11:18

საქმის კურსში რომ იყო.

 

From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: 24 April, 2020 15:13
To: Tamar Gabunia
Subject: Roche 6800

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

ირმას ვესაუბრე როშეს აპარატურის შესყიდვასთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, ნათლად ვერ გამოვთქვი ჩემი პოზიცია როშეთან დაკავშირებით.

მათ თავისი ინტერესებიც აქვთ, გაყიდვები შეუმცირდათ და სხვა აქცენტები გააკეთეს.

უბრალოდ მათ დამატებით სხვა აპარატის შემოთავზება სცადეს, რაზეც ჩემი პოზიციაა, რომ არ გვჭირდება.ამ ეტაპზე ფულის დახარჯვა ამ აპარატზე არღირს, იმუნოლოგიური ანალიზატორია.თუ გვაჩუქებენ რეაგენტების კონტრაქტით, მაშინ მისაღებია.

რაც შეეხება cobas 6800, ეს ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა მთლიან ტესტირებას ეს პარატი ვერ აიღებს, მაგრამ 1200-1300 ტეტს დღეში გააკეთებს მინიმალური პერსონალის გამოყენებით. რაც ადამიანურ რესურს დაგვიზოგავს.

თან მომავალში სისხლის ბანკების ტესტირებაშიც გამოვიყენებთ .და არ ვიქნებით ერთ მომწოდებელზე დამოკიდებული, ეს ერთეულის ღირებულების დარეგულირებაშიც დაგვეხმარება.

ერთი რამ მაინტერესებს, სამინისრო აორგანიზებს როშესთან მოლაპარაკებებს? ამ აპარატის შესყიდვის საჭიროებაზე წერილიც მოვიწერეთ თანხის გამოყოფის მიზნით. კარგი იქნება, რომ სამინიტროს პოზიცია და როლიც ვიცოდეთ, რომ შეთანხმებულად ვიმოქმედოთ.

 

პატივისცემით,

მაია ალხაზაშვილი