| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info> |
| Subject : | FW: Qirurgiis erovnuloi centri |
| Cc : | Beqa Jakeli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=7d860ad07940429b94d46213d2a55a1c-Beqa Ja>; giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi> |
| Received On : | 27.01.2020 11:31 |
| Attachments : |
გთოვთ დაარეგისტრიროთ!
From: Nikoloz Chaduneli [mailto:Nikoloz.Chaduneli@aversi.ge]
Sent: 27 January, 2020 15:30
To: Tamar Gabunia
Subject: Qirurgiis erovnuloi centri
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
გიდასტურებთ ჩვენს დიდ პატივისცემას და მოგმართავთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით .
მოგეხსენებათ , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 18 იანვრის N04–19/მ ბრძანების საფუძველზე სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“ ჩატარდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ზედამხედველობის ეტაპი – კონტროლი ანუ ხსენებული პროგრამის ფარგლებში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების შერჩევითი (გეგმიური) შემოწმება.
თითქმის ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ,კლინიკას ჩაბარდა ე.წ. შემოწმების შუალედური აქტი , რომელიც ჩვენს მიერ შეფასებული იქნა ,როგორც ძალიან დაბალი სტანდარტის დოკუმენტი - ( 2019 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტი N2019/26/07/შ და მასზე დართული ე.წ. დარღვევა–ნაკლოვანებათა რეესტრი ) ,ხოლო ამ დოკუმენტის გაპროტესტების შემდეგ , 2020 წლის 21 იანვარს კლინიკისთვის ჩაბარებული 2019 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული შემოწმების აქტი N2019/31/10/05 და მასზე თანდართული ე.წ დარღვევა-ნაკლოვანებების რეესტრი (რომლითაც გაუქმდა შემოწმების აქტი N2019/26/07/შ ) , რომლის არსებითი ნაწილი ,ასევე ვერანაირ კრიტიკას უძლებს და აშკარად იკვეთება სააგენტოს მხრიდან ზედაპირული და ზერელე დამოკიდებულება , როგორც კონტროლის ღონისძიების არსის და დანიშნულების, ასევე შემოწმებული დაწესებულების ინტერესების მიმართ.
საკითხებში შინაარსობრივი გარკვევის ნაცვლად, ადგილზე მოვლენილმა კომისიამ ისე შეადგინა შემოწმების აქტი, რომ მასში ასახული არცერთი შემთხვევა არ იყო კლინიკის წარმომადგენლებთან განხილული. ამას გარდა, სადავო საკითხები არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი ასევე 2019 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტის შეჩერების შემდეგაც. შედეგად, სამედიცინო დაწესებულებას გამოეწერა ჯარიმა 3,655,407.29 ლარის ოდენობით. საიდანაც უკან დასაბრუნებელი თანხა არის 1,477,045.28 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 2,178,362.01 ლარს. სააგენტოს 2019 წლის 26 ივლისის აქტიც და 2019 წლის 31 ოქტომბრის აქტიც მეტყველებს მასზედ, რომ განხორციელებული კონტროლის ღონისძიებებთან მიმართებით სააგენტო ჩამოუყალიბებელია და არათანმიმდევრული .
ჩნდება განცდა, რომ სააგენტომ უბრალოდ ვერ მოასწრო ან ვერ შეძლო ე.წ. დარღვევა–ნაკლოვანებების გაფილტვრა, რომლის სრულყოფილად განხორციელების შემთხვევაშიც საჯარიმო სანქციების ოდენობა იქნებოდა გაცილებით ნაკლები, ვიდრე ის დღეს არის წარმოდგენილი.
სამწუხაროა ,რომ შედეგად კლინიკა აღმოჩნდა ვითარებაში ,როდესაც საბოლოო აქტში წარმოდგენილი ბრალდებები და შესაბამისი ჯარიმები ,ჩვენი შეფასებით არასამართლიანია ,მაგრამ სოცსააგენტოს აქვს უფლებამოსილება ,რომ პირდაპირ დაიწყოს აღსრულება .
ამ წერილით და შემდგომში დამარტებითი ნაბიჯებით გვინდა მივაღწიოთ შემდეგს - შეჩერდეს განსაზღვრული საჯარიმო სანქციების აღსრულება , ვინაიდან სულ მცირე აშკარაა, რომ მთელი რიგ საკითხებში საგენტოს პრეტენზიები არ არის ნათლად დასაბუთებული და გამოკვლევას საჭიროებს. საკითხების შესწავლა (რომელიც თავის მხრივ ადმინისტრაციული დავის რეჟიმში იწარმოებს) კი გარკვეულ დროს მოითხოვს, რომლის განმავლობაშიც კლინიკა უსამართლოდ დაექვემდებარება აღსრულების ღონისძიებებს, რომლებიც დასაბუთებულად შესაძლოა დადგინდეს , რომ არ ეკისრებოდა კლინიკას.
არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ გადაუდებელი აღსრულებით კლინიკას , როგორც სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას , მიადგება უდიდესი მატერიალური ზიანი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ფუნქციონირების შეწყვეტას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩვენი სამედიცინო დაწესებულების ძირითად შემოსავალს სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს . იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულია 1400–ზე მეტი მოქალაქე, ხოლო სამედიცინო სერვისების მიწოდებას გარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა, სჭირდება მთელი რიგი მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალის და კომუნალური გადასახადების ფინანსური ხარჯი, კლინიკის განვითარებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პარტნიორებისაგან (მათ შორის მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და პროკრედიტ ბანკი გერმანია) მიღებული კრედიტების ფინანსური მომსახურების ხარჯებს, გასაჩივრებული აქტის დაუყოვნებლივი აღსრულებით ამ ყველაფრის განხორციელებას შეექმნება რეალური საფრთხე, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე.
ქალბატონო თამარ ,
გვაქვს იმედი ,რომ ამ წერილის გაცნობით და ჩვენი კლინიკისათვის ამ ეტაპზე წარმოქმნილი პრობლემის გათავისების შემდეგ , ეცდებით და სათანადო პირებთან ერთად განიხილავთ შესაძლებლობას , შეჩერდეს აღსრულების ღონისძიებები და კლინიკას მიეცეს საშუალება დაიცვას საკუთარი პოზიციები ობიექტური და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებათა ფორმით .
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის ,
პატივისცემით
Nikoloz Chaduneli
“K. Eristavi National Centre of Surgery” JSC
Clinical director
#5 Chachava Str., Tbilisi, Georgia
Tel.:+995 (32) 2 02 25 25
Ext.: 6450
Mobile: +995 (577) 32 79 12
E-mail: Nikoloz.Chaduneli@aversi.ge