| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Gvantsa Gasviani </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=98db037093be484aa6c74655f95df515-Gvantsa>; Nino Osepaishvili <nosepaishvili@redcross.ge> |
| Subject : | FW: Georgia Red Cross |
| Cc : | Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi> |
| Received On : | 27.05.2020 15:43 |
| Attachments : |
ძვირფასო ნინო
დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის! მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მადლობა გითხრათ გაწეული შრომისთვის. გთხოვთ ამ საკითხე კომუნიკაცია გააგრძელოთ ქალბატონ გვანცა გასვიანთან.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Nino Osepaishvili [mailto:nosepaishvili@redcross.ge]
Sent: 27 May, 2020 17:11
To: Tamar Gabunia
Cc: Nino Siradze
Subject: Georgia Red Cross
ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აამუშავა უფასო ცხელი ხაზი (0800 000 018) მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, საჭირო სერვისებში გადასამისამართებლად და ემოციური მხარდაჭერის გასაწევად.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით, აგრეთვე ამოქმედდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა, რომელიც ამ მიმართულებით მომუშავე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფესიულ ჯგუფებს აერთიანებს. პლატფორმა აერთიანებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ჩამოყალიბებულ რამოდენიმე კრიზისულ ცხელ ხაზს, სპეციფიკურ სერვისებს ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის, ასევე ოჯახური ძალადობის კუთხით მომუშავე ორგანიზაციებს, სხვადასხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან მომუშავე ორგანიზაციებს და სხვ. პლატფორმაზე, ერთმანეთთან აქტიური კონტაქტის შედეგად, ხდება შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა, რათა არ მოხდეს საქმიანობების გადაფარვა, შესაბამისად, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოქალაქეს დროულად მიეწოდოს საჭირო დახმარება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელ ხაზზე, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკოორდინაციო პლატფორმაზე, კარანტინში მყოფი პირების, ასევე მათთან მომუშავე პერსონალის მხარდაჭერის დიდი საჭიროება გამოიკვეთა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, საქართველოს წითელ ჯვარში მომზადდა სპეციალური ბუკლეტი, რომელიც პლატფორმაზე არსებული 20-ვე ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების სერვისს მოიცავს და მკითხველს საშუალებას აძლევს, მისთვის შესაფერისი სერვისი შეარჩიოს.
ბუკლეტი მომზადდა 20-ვე ორგანიზაციასთან შეთანხმების და მათგან თანხმობის მიღების საფუძველზე, რომ საკარანტინო ზონებში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ.
იმედი გვაქვს საკარანტინო ზონებში ამ ბუკლეტების გავრცელების/დარიგების პროცესში თქვენი თანამშრომლობის.
დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ მხარდაჭერისთვის!
პატივისცემით,
ნინო ოსეფაიშვილი
Nino Osepaishvili
Secretary General
Georgia Red Cross Society
#55 Ninoshvili St. Tbilisi 0112 GEORGIA
Tel: +995/32/296 10 92
Fax: +995/32/295 33 04
E-mail: nosepaishvili@redcross.ge
Website: www.redcross.ge
