From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Eka Tikaradze <etikaradze@yahoo.de>
Subject : FW: COVID&FIVER Centers
Received On : 07.04.2020 16:36
Attachments :

 

 

From: Ekaterine Kavtaradze [mailto:ekavtaradze@evex.ge]
Sent: 7 April, 2020 19:48
To: Tamar Gabunia
Cc: George Mindiashvili
Subject: COVID&FIVER Centers

 

თამუნა გამარჯობა,

 

ეკამ და მე ვისაუბრეთ ახალ ბრძანებაში ჩვენი კლინიკების შესაძლო სტატუსზე, კარგად იცით რომ ამ პროცესში მონაწილეობა ჩვენს კორპორატიულ და პირად პასუხისმგებლობად მიგვაჩნია თითოეული მენეჯმენტის წევს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, უბრალოდ არის რაღაც საკითხები რაც ჩვენი შეფასებით რისკების შემცველია და გვინდა რომ უფრო დეტალურად აღვწეროთ რას ვგულისხმობთ რისკებში და ჩვენი ხედვაც გაგიზიაროთ (რომელზეც ზეპირსიტყვიერადაც ვისაუბრეთ ბოლო შეხვედრაზე) თუ რა გზა მიგვაჩნია უფრო უსაფრთოდ.

 

ჩვენი მოსაზრებით დღევანდელი მოდელის რისკებია:

 

  1. ბრძანება საზღვრავს ,,ცხელების“ ჰოსპიტლებს და მათ მოვალეობად მიჩნეულია მხოლოდ პაციენტების ტრიაჟი და COVID დადასტურებული შემთხვევების რეფერალი;
  2. ეს მომსახურება ჩვენი მოსაზრებით ნებისმიერმა ჰოსპიტალმა უნდა უზრუნველყოს რომელსაც აქვს, სტაციონარული საქმიანობის ნებართვა და დანართი ER-ში;
  3. ეს ჩანაწერი კი რეალურად ამართლებს და ახალისებს დღეს არსებული ყველა ,,ურჩი“ დაწესებულების ქცევას რომ მათ არ მიიღონ ცხელებიანი პაციენტები და ,,ცხელების“ ჰოსპიტალს დააწვება მისი რეგიონის ყველა ცხელებიანი პაციენტის პირველადი ტრიაჟი;
  4. ეს ყველაფერი დღის წესრიგში დააყენებს ცხელების კლინიკებში ნაკადების ზრდას, და მათი დაცლის საჭიროებას, სადაც დამატებითი დაფინანსების აუცილებლობა შემოდის და შესაბამისად სახელმწიფომ დამატებითი სახსრების მობილიზება უნდა უზრუნველყოს იმ ნაკადების სამართავად, რაც ნებისმიერი სტაციონარულ დაწესებულების მოვალეობაა, რომელსაც გააჩნია ER.

 

რა გზა მიგვაჩნია ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურად:

 

  1. ყველა კლინიკას რომელსაც გააჩნია სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების დანართი გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაში (ER), უნდა ჰქონდეს ვალდებულება Covid 19 მიზნებისთის ასრულებდნენ ცხელებიანი პაციენტების სწრაფ და უსაფრთხო ტრიაჟს (პაციენტის იზოლირება, დიაგნოსტირება  და დადასტურების შემთხვევაში რეფერალი);
  2. Covid Fever Centers -   ახორციელებს მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, ასევე წარმოადგენს რეფერალურ ცენტრს ზოგადი პროფილის დაწესებულებებში დადასტურებული COVID 19-იანი მსუბუქი პაციენტებისთვის და  მართავს ამ მარტივ შემთხვევებს, ხოლო პაციენტთა დამძიმების შემთხვევეაში ახორციელებს რეფერალს Covid 19 High Tech დაწესებულებებში;
  3. Covid 19 High Tech – დაწესებულებები რომლებშიც მოხდება დადასტურებული, კორონავირუსიანი რთული პაციენტების მართვა და ამავდროულად ამავე პაციენტებზე საჭირო სხვა ქირურგიული სერვისების მიწოდება (ესეთი ცენტრები უნდა იყვნენ მხოლოდ დიდ მაქსიმუმ 4 დიდ ქალაქში შესაბამისი ინტენსიური და კრიტიკული სიმძლავრეებით).

 

აქვე დავამატებ, თუ სწრაფ მარტივ ტესტირებაზე გაიზრდება კლინიკების ხელმისაწვდომობა, დიაგნოსტირებისთვის დღეს არსებული ჰოსპიტალიზაციის დრო (24 საათამდეა) მნიშვნელოვნად შემცირდება, პაციენტთა დროული დისპოზიცია მოხდება დიაგნოზის შესაბამისად და მულტიპროფილური ჰოსპიტლების გამტარუნარიანობა გაიზრდება.

 

რა თქმა უნდა ეპიდემიის გავრცელების ტემპის და რეგიონებში მათი გავრცელების ხარისხის შესაბამისად უნდა იმართოს ეს რაოდენობები და წინასწარ არ უნდა მოხდეს დაწესებულებების დაცლა და გაჩერება მათი, ვინაიდან ეს ძალიან არაეფექტური იქნება. (თუმცა 1 კატეგორიის კლინიკები უნდა იყოს დატრეინიგებული ტრიაჟზე დროულად. 2 და მე-3 კატეგორიის კლინიკების მაქსიმუმ 48 საათში გადალაგების გეგმა წინასწარ ზუსრად უნდა იყოს გაწერილი, იმ დონეზე რომ კადრები ვინ რჩება, სარეცხი სად ირეცხება და კვება როგორ მიეწოდება, რათა კონტამინაციის რისკები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი)

 

ამავდროულად თუ მსგავსი გეგმა იარსებებს გავყვებით ამ გეგმას ეს აგვარიდებს ტყუილა უბრალოდ მაღალ ტექნოლოგიური კლინიკების ბაზების გამოყენებას საკარანტინე, ან Covid fever-ის კატეგორიის პაციენტებისთვის, რაც ერთის მხრივ აგვარიდებს გაბერილ ხარჯებს და მეორეს მხრივ რისკის ქვეშ არ დააყენებს მოსახლეობისათვის სხვა კრიტიკულად საჭირო სერვისების მიწოდებას. ამავდროულად ჰოსპიტლების ესეთი კატეგორიზაცია პირველივე დღიდან აგვარებს მოსახლეობისათვის საჭირო ურგენტულ სერვისებზე პაციენტების სწორ და დროულ ლოჯისტიკას.

 

იმისთვის რომ ამ მოდელით ეფექტურად იქნება შესაძლებელი მართვა რომ გვენახა, პატარა მოდელი ავაწყეთ გიორგიმ და მე, სადაც ყველა ჰოსპიტლების მეფინგი გავაკეთეთ რომ დაგვენახა, სიმძლავრეები საკმარისი იქნებოდა როგორც COVID პაციენტების ნაკადის ასაწევად, ასევე სხვა ურგენტული საჭიროებების დასაფარად, თან ვურთავ ცხრილს სადაც პირველ შიტზე high level pictures-ის დანახვაა შესაძლებელი, მე-2 შიტზე უკვე სიმძლავრეების მიხედვით რომელი კლინიკა იქნება უფრო შესაფერისი fiver და high tech COVID ჰოსპიტლებად, ამით პატარა რაიონულ კლინიკებს (აბაშა, ხობი, წალენჯიხა) მხოლოდ ტრიაჟის ფუნქცია რჩებათ და ყველა რეგიონი მოცულია უკვე ისეთი ,,ცხელების“ კლინიკებით რომელთაც პაციენტების მართვა გაცილებით უსაფრთხოდ შეუძლიათ.

 

თუ კითხვები გაგიჩნდება მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით (ტელეფონით, მანდ მოსვლით) გავიაროთ ეს საკითხები.

 

მადლობა წინასწარ და ბოდიში ვრცელი მეილისთვის, უბრალოდ კარგად მინდოდა გადმომეცა სათქმელი😊

 

Best Regards,

 

 

Ekaterine Kavtaradze, MD, MPharm, MBA

 

Deputy Director of EVEX Hospitals

 

142  A. Beliashvili Str. Tbilisi 0159, Georgia

T  +995 32 2 55 05 05 (5104)  M +995 577 41 10 10

E_mail: Ekavtaradze@evex.ge

www.evex.ge

 

cid:image001.png@01D526CC.25260450

 

cid:image007.png@01D28165.4E0D4C20cid:image009.png@01D28165.4E0D4C20cid:image010.png@01D28165.4E0D4C20cid:image011.png@01D28165.4E0D4C20