From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine>
Subject : FW: COVID 19
Received On : 06.04.2020 05:57
Attachments :

 

 

From: Natia Nogaideli [mailto:natianogaideli@yahoo.com]
Sent: 5 April, 2020 21:30
To: Tamar Gabunia
Subject: COVID 19

 

თამუნა,

 

გიგზავნი შეთანხმებისამბერ მარნეულში კარანტინში მყოფი პერსონალის ნუსხას (24 პირი).

 

ამავდროულად, გიგზავნი ჩვენს მიერ მომზადებულ რეკომენდაციას ცხელების კლინიკის მოწყობა/აღჭურვის შესახებ.

 

დეტალურად გავიარეთ ჯანმოს დოკუმენტები (მაგალითად, „Severe Acute Respiratory Infections Treatment Centre“ , „Operational considerations for case management of COVID-19 in health facility and community“), ასევე, კითხვარი, რომლის თანახმადაც ჯანმოს ექსპერტმა შეაფასა საგარეჯოს კლინიკა (თუმცა, ეს ინსტრუმებტი ცხელების კლინიკებზე მორგებული არ არის, მისი გამოყენება უფრო COVID კლინიკების შემთხვევაშია მართებული).

 

შესაბამისად, საერთაშორისო მიდგომებისა და რეგიონული კლინიკების შეზღუდული (ძირითადად, ინფრასტრუქტურული) რესურსის გათვალისწინებით, მოვამზადეთ დოკუმენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად რეალობასთან ადაპტირებულია და მცირე დროში, მინიმალური ინფრასტრუქტურული გადაწყობით შევძლებთ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას (მცირე დროში კლინიკის სრული გადაწყობა/რეკონსტრუქცია შეუძლებელია). დოკუმენტი ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას და ოპერირებას, პერსონალთან დაკავშირებით (ტრენინგი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და სხვ.) სხვა დოკუმენტი გვაქვს. თუმცა, შესაძლებელია გარკვეული ასპექტების აქაც ინტეგრირება.

 

ამავდროულად აქვე მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რასაც წავაწყდით მარნეულში: პაციენტი სხვა ეტიოლოგიის ცხელებით (მაგალითად, პერიტონიტი, აბსცესი) შემოჰყავთ კლინიკაში, მაშინ როცა ქირურგიული სერვისი ამ ეტაპზე იქ არ მუშაობს (მთელი კლინიკა გადაწყობილია ვირუსული ინფექციის მართვაზე). ამასთან, შემდგომ ასეთი პაციენტების რეფერალიც გართულებულია

 

 

წინასწარ დიდ მადლობას გიხდი დახმარებისათვის.

 

 

პატივისცემით,

 

ნათია ნოღაიდელი