| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info> |
| Subject : | FW: ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი. შეთავაზება |
| Cc : | Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka> |
| Received On : | 18.04.2020 11:23 |
გთხოვთ დაარეგისტრიროთ!
From: David Oshkhereli
Sent: Saturday, April 18, 2020 3:17 PM
To: info
Subject:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს
ქ-ნ თამარ გაბუნიას
ქ-ნო თამარ,
გაცნობებთ, რომ შპს „ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში“ COVID 19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით ამა წლის თებერვლის ბოლოს შეიქმნა დროებითი საგანგებო საბჭო, გაიწერა შეცვლილ პირობებში კლინიკის ფუნქციონირების შიდა პროტოკოლები - სამუშაო აღწერილობითა და ვალდებულებების ჩამონათვალით, ჩატარდა სემინარები და ტრენინგები სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის, შენობაში დაიყო შემოსასვლელები, მოხდა ზონირება, გაკეთდა კითხვარები პაციენტებისა და ვიზიტორებისათვის, დაწესდა პრეტრიაჟი და ტრიაჟი, შეძენილი იქნა სათანადო აღჭურვისა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგები.
როგორც მოგეხსებათ, 6 აპრილს კლინიკაში ძირითადი დაავადების სამკურნალოდ შემოვიდა პაციენტი, რომელსაც მიუხედავად პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებებისა არ დაუდგინდა საეჭვო ანამნეზი და სიმპტომები, ხოლო შემდგომ სწრაფი ტესტითაც (IGM, IGG) ჰქონდა უარყოფითი პასუხი. მოგვიანებით იგი აღმოჩნდა ინფიცირებულის კონტაქტი, რის გამოც გამოკვლეულ იქნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ PCR მეთოდით და 11 აპრილს მას COVID-19 დაუდგინდა. პაციენტი იმავე დღეს იქნა გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში.
ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პაციენტი და მედპერსონალი ამჟამად იმყოფება კარანტინში და კონტაქტის ხასიათის, ხარისხისა და ბოლო კონტაქტიდან გასული დროის მიხედვით, დაყოფილია მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ჯგუფებად.
მაღალი და საშუალო რისკის ჯგუფების პაციენტებისა და თანამშრომლების ტესტირება ოქროს სტანდარტით - ცხვირ-ხახის ნაცხის PCR დაიწყო 15 აპრილიდან. ამაში მონაწილეობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე შპს „ქართულ-ჰოლანდირი ჰოსპიტალის“ ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ლაბორატორიები (გენეტიკის ნაციონალური ლაბორატორია, ნეოლაბი). საერთო ჯამში ცხვირ-ხახის ნაცხის PCR ჩაუტარდა 52 კონტაქტში მყოფ ადამიანს (45 თანამშრომელი და 7 პაციენტი). ყველა მითითებულ შემთხვევაში დღეისათვის პასუხი ნეგატიურია და დაგეგმილია კვლევების განმეორება საკარანტინო პერიოდის დასრულებისათვის.
ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ COVID 19- ის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები იყო დროული და ადეკვატური, რითაც უზრუველყოფილი იქნა პაციენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება. ამასთან გამოჩნდა, რომ კლინიკაში ინფექციის კონტროლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია, როგორც სამენეჯერო, ისე საინჟინრო და პერსონალურ დონეზე.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ საკარანტინო პერიოდის დამთავრების შემდგომ (24 აპრილიდან) მზად არის ჩაერთოს COVID-უარყოფითი პაციენტების მკურნალობისა და მართვის პროცესში. კლინიკა არის მრავალპროფილური (152 საწოლზე): დღევანდელი გამოწვევებისათვის აღჭურვილი და მომზადებული გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციული, კარდიოქირურგიული, ფართო ქირურგიული, თერაპიული პროფილის განყოფილებებით და გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკმარისი ადამიანური რესურსი და რაც უმნიშვნელოვანესია - უსაფრთხო გარემო პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის.
პატივისცემით,
დავით ოშხერელი
შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“
გენერალური დირექტორი