From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>; tmeliqidze@yahoo.com
Subject : FW: ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი
Received On : 27.04.2020 10:01

FYI ვერ გავიგე რა მითითების მოლოდინი აქვთ ჩვენგან.

 

From: David Oshkhereli [mailto:gespen@yahoo.com]
Sent: 27 April, 2020 11:50
To: info ; Tamar Gabunia ; tamar_gabunia@yahoo.com
Subject: Fw: ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი

 

 

 

                                                         საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,            

                                                         შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 

                                                         მინისტრის პირველ მოადგილეს 

                                                        ქ-ნ თამარ გაბუნიას

 

 

ქ-ნო თამარ,

როგორც ამა წლის 18 აპრილს გაცნობეთ, შპს "ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში" 24 აპრილს დამთავრდა კლინიკის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული საკარანტინე რეჟიმი. განმეორებით გამოვიკვლიეთ ცხვირ-ხახის ნაცხის PCR მეთოდით 54 პირი და დამატებით ანტისხეულებზე რაპიდ მეთოდით ჩატარდა 24 გამოკვლევა. ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 

 

მოვიწვიეთ შესაბამისი სამსახურები და განხორციელდა კლინიკის მთლიანი ფართის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით.

ამდენად, შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“ მზად არის ჩაერთოს COVID-უარყოფითი პაციენტების მკურნალობისა და მართვის პროცესში. როგორც თქვენთვის ცნობილია, კლინიკა არის მრავალპროფილური (152 საწოლზე): დღევანდელი გამოწვევებისათვის აღჭურვილი და მომზადებული გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციული, კარდიოქირურგიული, ფართო ქირურგიული, თერაპიული პროფილის განყოფილებებით და გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკმარისი ადამიანური რესურსი და რაც უმნიშვნელოვანესია - უსაფრთხო გარემო პაციენტებისა და თანამშრომლებისათვის.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე და მისცეთ შესაბამისი მითითებები თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებს.

 

 

 

პატივისცემით,

დავით ოშხერელი

შპს „ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი“

გენერალური დირექტორი