From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Lela Tsotsoria </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=27000431a1af423394c7c28cee15d9f3-Lela Ts>
Subject : FW: ოჯახის ექიმი
Received On : 22.04.2020 09:29
Attachments :

ჩავნიშნოთ ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა ამ კვირის ბოლომნდე.

 

From: nfmtc [mailto:nfmtc@nilc.org.ge]
Sent: 22 April, 2020 12:58
To: 'Tamar Gabunia' ; Tamar Gabunia
Subject: FW: ოჯახის ექიმი

 

 

 

From: Lela Tsotsoria [mailto:ltsotsoria@moh.gov.ge]
Sent: Sunday, April 19, 2020 8:07 PM
To: Irina Karosanidze <nfmtc@nilc.org.ge>
Cc: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject: Re:
ოჯახის ექიმი

 

ქალბატონო ირინა, მეც გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!! უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!!!

 

დიდი მადლობა მოსაზრებების გაზიარებისთვის, შევეხმიანები ირმას და იქნებ სამშაბათისთის ჩამოვყალიბდეთ.

 

პატივისცემით,

 

ლელა

Sent from my iPhone

 

On Apr 19, 2020, at 12:57, Irina Karosanidze <nfmtc@nilc.org.ge> wrote:



მოგესალმებით, კოლეგებო,

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

რაც შეეხება აღნიშნულ ფორმატს, მოგახსენებთ შემდეგს:

ეს არის ფორმა მხოლოდ 112-ისთვის. ამდენად, დეფინიციებთან შეთანხმება მათთან უნდა მოვახდინოთ.

პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, ერთ საკითხში - როდის იწყება და როდემდე გრძელდება ონლაინ კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობა, როდის იწყება და როდემდე გრძელდება 112-ის ექიმის პასუხისმგებლობა, სად და როგორ იწყება და გრძელდება, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ოჯახი ექიმის პასუხისმგებლობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტ მონიტორინგზე.

ექიმს აქვს რამდენიმე ვარიანტი:

1.     გამორიცხოს კორონავირუსული დაავადება, ალტერნატიულ დაავადებას უმკურნალოს ბინაზე და აწარმოოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მონიტორინგი დადგენილი წესით - რაც გამოიხატება იმაში, რომ რესპირაციული, თუნდაც მსუბუქი  სიმპტომებით პაციენტებზე მონიტორინგი გაგრძელდეს მე-6 დღის ჩათვლით, სიმპტომების სრულ კუპირებამდე, ხოლო 70 წლის ზემოთ და იმუკომპრომენტირებულ პირებში, მიუხედავად, მსუბუქად მიმდინარეობისა, ბოლომდე (14-დღის ჩათვლით) ვაგრძელებთ მეთვალყურეობას.

2.     კოვიდის შესაძლო შემთხვევის დროს გადავიყვანოთ პაციენტი ცხელების ცენტრში/კოვიდ კლინიკაში, 112 -ის საშუალებით.

ამ შემთხვევაშიც კარგი იქნებოდა უკუგება მომხდარიყო ექიმთან უკან, რომ დარჩა კარანტინში, მოთავსდა სტაციონარში თუ დააბრუნა ბინაზე, თვითიზოლაციაში, რომ ექიმმა გააგრძელოს მეთვალყურეობა.

ექიმმმა იცის, რომ პაციენტთან ურთიერთობა დასრულდება მაშინ, თუ პაციენტი გადაყვანილია ცხელების კლინიკიდან სტაციონარში ან კარანტიმში

3.     ალტერნატიული დიაგნოზის დროს, 1 მარტამდე პერიოდში, 112-ში ჩართულ ექიმებს არ გვქონდა ვალდებულება, მონიტორინიგი გაგვეგძელებინა, რადგან თუკი არ ესაჭიროებოდა ჰოსპიტალიზაცია, პირველადი მომსახურების მიწოდების შემდეგ, ვურჩევდით პაციენტსაუცილებლად, ხვალვე დაუკავშირდით პირად/ოჯახის ექიმს,   რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და გააგრძელეთ გამოკვლევები თუ მკურნალობა უკვე იქ-თქო. აქ უკვე მთავრდებოდა ჩვენი პასუხისმგებლობა

4.     მდგომარეობა გაუარესდა  საეჭვო კოვიდის დროს - აუცილებლად ესაჭიროება 112-ის მეშვეობით, ცხელების ან კოვიდ კლინიკაში გადაყვანა.

თუ 112-მა არ გადაიყვანა, შემთხვევა უნდა დაუბრუნდეს ონლაინ კლინიკას, შემდგომი მეთვალყურეობისთვის. სასურველია, 112-იდან ექიმის ჩანაწერიც გადმოცემაც ხდებოდეს, პაციენტთან პირისპირ კონტაქტის შემდეგ და მიუთითოს მიზეზები, რატომ არ გადაიყვანა - პაციენტის უარის გამო თუ ალტერნატიული დიაგნოზის გამო.

5.     მდგომარეობა გაუარესდა ალტერანტიული დიაგნოზის დროს - ექიმმა უნდა გააკეთოს აღნიშნული ჩანაწერი დოკუმენტში - რას ნიშნავს მდგომარეობის გაუარესება, ტოვებს ბინაზე თუ არა, თუ ტოვებს, რამდენ ხანს და რას აკეთებს მედიკამენტს და/ან დოზას უცვლის თუ აგრძელებს უბრალოდ მონიტორინგს, ოჯახის ექიმს გადასცემს თუ იბარებს თავის დაწესებულებაში თუ თვითო გადის მისამართზე. აქ ექიმებს განსაკუთრებული მითითება, რომ თვითონ გააგრძელონ მონიტორინგი არაკოვიდ შესაძლო შემთხვევაზე, არ აქვთ. თუმცა ექიმმა უნდა მოიკითხოს პაციენტი და დარწმუნდეს, აგრძელებს თუ არა ოჯახის ექიმი მის მდგომარეობაზე მონიტორინგს (პაციენტის გადმოცემით). აქ მთავრდება მისი პასუხისმგებლობა (პაციენტის პირად ექიმზე, გადაბარებისთანავე).

6.     იგივე ეხება მდგომარეობა უცვლელიას - სამედიცინო რუქაში დოკუმენტირება აუცილებელია, თუ რა მდგომარეობაა უცვლელი და რას აკეთებს ონლაინ კლინიკის ექიმი, როგორ საზღვრავს რისკებს, რამდენ ხანს დაელოდება და როგორია მისი მართვის გეგმა პაციენტის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 მოკლედ, სავარაუდოდ, გვესაჭიროება მხოლოდ იმის განსაზღვრა - ონლაინ კლინიკა აგრძელებს მეთვალყურეობას, გადაეცა 112-ის და/ან გადაეცა უკან, ონლაინ კლინიკას და თუ მიეცა რეკომენდაცია, ოჯახის ექიმთან შემდგომი კვლევებისა თუ მონიტორინგისთვის.

პატივისცემით, 

ირინა ქაროსანიძე

 

    

 

On Sat, Apr 18, 2020 at 4:35 PM Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> wrote:

ქალბატონო ირინა,

 

გიგზავნით 112- წერილს, რომელშიც გვთოვს საშედეგო ველებში მონიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გარკვეული მეთოდიკის შემუშავებას.

 

გთხოვთ, თქვენს მოსაზრებებს.

 

პატივისცემით,

 

ლელა წოწორია

 

 

 

 

From: Irma mchedliashvili <mchedlishvili@112.ge>
Sent: Saturday, April 18, 2020 4:01 PM
To: Lela Tsotsoria
Subject:
ოჯახის ექიმი

 

მოგესალმები,

 

საქმის საშედეგო ფორმის შესაბამის ველებში არის კლასიფიკატორი, რომელიც ექიმმა უნდა მონიშნოს პაციენტთან კონსულტაციის შემდეგ.

მოსანიშნი ველებია:

·         დაკავშირება ვერ მოხდა;

·         მდგომარეობა გაუარესდა;

·         მდგომარეობა გაუმჯობესდა;

·         მდგომარეობა უცვლელია;

·         სიმპტომები აღარ აღენიშნება;

·         გადაეცა 112-ს;

·         ექიმის მონიტორინგს აღარ საჭიროებს.

 

თუ საშედეგო ფორმაში მონიშნულია  - ექიმის მონიტორინგს აღარ საჭიროებს ან სიმპტომები აღარ აღენშნება ან/და გადაეცა 112-ს, ამით ვიგებთ რომ პაციენტი ან გამოჯანმრთელდა ან გადაეცა 112-ს და ამით ნათელია, რომ პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება,  თუმცა შემთხვევები სადაც იკვეთება, რომ მე-4 დაკავშირების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, უცვლელია ან და გაუმჯობესდა - გარკვეულწილად ბუნდოვანია. ბუნდოვანია,  ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პაციენტები შესაძლოა დარჩნენ, როგორც ექიმის მონიტორინგის მიღმა ასევე 112-ის რეაგირების გარეშე, თუმცა ავადობის სიმპტომები კვლავ ფიქსირდებოდეს. ვფიქრობთ, საჭიროა კოორდინირებულად შევიმუშაოთ გარკვეული მეთოდიკა და მოქმედების გეგმა, რომლის მიხედვითაც ვიხელმძღვანელებთ ზემოთ აღნიშნულ პაციენტებთან მიმართებაში.

 

 

პატივისცემით,

 

შსს  სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ოპერატიული მართვის სამმართველოს რუსთავის ცენტრის (სამსახური) უფროსი
ირმა მჭედლიშვილი

მის: ლისის ქ. N1ა

თბილისი, საქართველო

მობ: (+995 577) 01 12 78

ვებ–გვერდი: www.112.ge