From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; Gvantsa Gasviani </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=98db037093be484aa6c74655f95df515-Gvantsa>
Subject : FW: ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - სამედიცინო აღჭურვილობის ჩამოტანა ისრაელიდან
Cc : Ekaterine Azarashvili <eazarashvili@newvision.ge>
Received On : 01.04.2020 18:09

 

ეკა გთხოვ გაუწიეთ ქალბატონ ეკას კონსულტაცია.

 

From: Ekaterine Azarashvili
Sent: Monday, March 23, 2020 12:47 PM
To: Tamar Gabunia
Subject:
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - სამედიცინო აღჭურვილობის ჩამოტანა ისრაელიდან

 

ქალბატონო თამარ, მოგესალმებით

 

როგორც მოგეხსენებათ, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც უკავშირდება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების შესაძლო მიღებას ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

ბაზარზე არსებული დეფიციტი ვირუსთან ბრძოლის საშუალებებთან დაკავშირებით  სერიოზული სირთულეების წინაშე გვაყენებს

როგორც იცით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და მის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს აქტიური თანამშრომლობა აქვს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც ვთხოვე დახმარება შემდეგ სამედიცინო აღჭურვილობასთან დაკავშირებით

- ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ეკიპირების ფორმები;

- არაკონტაქტური თერმომეტრები;

- რესპირატორული ნიღბები;

- სადიზინფექციო ხსნარი

 

სამინისტრო დამპირდა დახმარებას და ამავდროულად მთხოვა საელჩოს ჩართვა ამ პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებამდე, ვარჩიე თქვენთვის მომემართა, რომ თუ რაიმე სპეციფიკური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ამ აღჭურვილობამ, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ჯან.დაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან, უმჯობესია თავიდანვე მოხდეს ამის გათვალისწინება. ასევე მოთხოვნილ რაოდენობაზე ხომ არ გექნებოდათ რაიმე პრეფერენცია.

 

თქვენგან მიღებული პასუხის შემდეგ, მივყვები თქვენს რჩევებსა და ინსტრუქციებს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვასთან დაკავშირებით ამ პროცესში.


გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს საზოგადოებისთვის ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში!

 

პატივისცემით,

ეკა

 

ეკატერინე აზარაშვილი

 

კანცლერი

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე

 

Ekaterine Azarashvili

 

Chancellor 

Head of Representative Council 

 

New Vision University

1a Evgeny Mikeladze Str.

0159, Tbilisi, GE

+995 577 211105