| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Anzor tchavtchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=0e03f3df18104f3b8b06b0400c558fbf-Anzor t>; Alisa Tsuladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=6c6cfa06d9a74264a5aa512b6bc62306-Alisa T>; Geleishvili; Marika (CDC/DDPHSIS/CGH/DGHP) <ivu9@cdc.gov> |
| Subject : | FW: მედპერსონალის ტესტირება |
| Received On : | 11.05.2020 06:07 |
| Attachments : |
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 10 May, 2020 22:13
To: Tamar Gabunia
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: FW: მედპერსონალის ტესტირება
ქალბატონო თამარ,
როგორც ტელეფონზე მოგახსენეთ ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ იქნა განხილული სამედიცინო პერსონალის ყოველ 14 დღეში კოვიდზე კვლევის საკითხი.
როგორც მოგეხსენებათ ამჟამად მათ უტარდებათ კვლევა პჯრ ტექნოლოგიით და ტესტირება უტარდებათ კოვიდის, ცხელების კლინიკების, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პერსონალს, ასევე სხვა კლინიკების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების პერსონალს.
აღნიშნული კვლევები ძალიან ხარჯტევადია და იხარჯება პჯრ ტესტების დიდი რაოდენობა.
რადგან ქვეყანაში უკვე არის საკმარისი მარაგი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებისა შემოვდივართ წინადადებებით აღნიშნული პერსონალის ტესტირება ჩატარდეს სწრაფი ტესტებით (ანტიგენი და ანტისხეულები). ერთ-ერთი მათგანის დადებითი ან საეჭვოშედეგების შემთხვევაში ეს პიროვნება გადამოწმდება პჯრ მეთოდით (დაწვრილებით იხილეთ დანართში). ამ ეტაპზე პერიოდულად გამოსაკვლევი ამ კონტიგენტის რაოდენობა ერთჯერადად შეადგენს 8000-დეს.
როგორც მოგახსენებთ მომავალ კვირაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში (რადგან იქ ყველაზე მაღალი გავრცელებაა კოვიდის) ვგეგმავთ სეროპრევალენტობის კვლევას. მის საკონტროლად არჩეულია თელავის მუნიციპალიტეტი. შენარჩევი კეთდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობის შესარჩევად. ამისთვის გთხოვთ გადმოგვცეთ 1000-1000 ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები.
ბევრი ზარი შემოდის გეგმიური სამედიცინო დახმარების (ქირურგიულის) აღდგენის შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ ავადმყოფთა კოვიდზე გამოკვლევის საკითხს.
ვფიქრობთ ამ საკითხის ირგვლივ უნდა ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge