From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info>
Subject : FW: კოორდინაციის ბრძანება
Received On : 23.01.2020 16:29
Attachments :

გთხოვთ დაარეგისტრიროთ!

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 23 January, 2020 19:31
To: Tamar Gabunia
Cc: Zaza Bokhua ; Gvantsa Gasviani
Subject: კოორდინაციის ბრძანება

 

ქალბატონო თამარ,

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (შემდგომში-სამინისტრო) დღეს გამართული შეხვედრიდან გამომდინარე, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებისა და თავიდან აცილების ღონისძიებებისა და სამოქმედო გეგმის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში მოგახსენებთ, რომ სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), როგორც ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) ეროვნული კოორდინატორი, კომპეტენციის ფარგლებში  ახორციელებს მონიტორინგს, სრული მზადყოფნისა და სწრაფი რეაგირებისთვის გამოიცემა ცენტრის გენერალური დირექტორის ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი (პროექტი მომზადებულია), რომელშიც გაწერილი იქნება ყველა სტრუქტურული რგოლის ფუნქცია და კონკრეტული ამოცანები.

ამასთანავე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ, სამინისტროში, რომელიც არის  ჯანდაცვის სფეროს პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო, მინისტრის ბრძანებით  შეიქმნას  საკოორდიანციო კომისია, რომელიც გაუწევს საერთო კოოდინირებას შესაბამისი სამსახურების და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

წარმოგიდგენთ ბრძანების პროექტის ჩვენეულ ვერსიას, რომელიც შეივსება სამინისტროს შესაბამისი სამსახურების შეხედულებისამებრ.

გთხოვთ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში მისცეთ მსვლელობა შემდგომი განხილვისა და დამტკიცებისათვის.

საჭიროებისამებრ მზად ვართ ასევე დაიწყოს მუშაობა შესაბამის სამთავრობო განკარგულებაზე.

 

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3