| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | George Gvinepadze (GGvinepadze@phcl.ge) <GGvinepadze@phcl.ge> |
| Subject : | FW: კანონპროექტი "საქართველოს კანონი სამკურნალო საშუალებების შესახებ" |
| Received On : | 10.06.2020 15:51 |
| Attachments : |
FYI
From: Elene Zhorzholadze [mailto:ezhorzholadze@parliament.ge]
Sent: 12 May, 2020 21:15
To: d.khundadze@yahoo.com; Kaki Zoidze
Subject: კანონპროექტი "საქართველოს კანონი სამკურნალო საშუალებების შესახებ"
მეგობრებო,
მოწვეულმა ექსპერტებმა, დაასრულეს "სამკურნალო საშუალებების შესახებ" კანონმროექტის ნულოვან ვერსიის შემუშავება, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას თქვენს წინაშე წარმოდგენილი მოდელის/ხედვის თანახმად.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯანმო-ს საქართველოს ოფისის დახმარებით, კანონპროექტის ძირითად პრინციპებსა და რეგულირების მოდელს წინსერებით გაეცნო ამ ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ბიუროს შესაბამისი სამსახური და ექსპერტები. ამასთან, მთელი საკანონმდებლო პროცესისის განმავლობაში (1-ლი მოსმენიდან მე-3 მოსმენის ჩათვლით) ჯანმო უზრუნველყოფს მათი ექსპერტების ჩართულობას, რაც მნიშვნელოვანი ბენეფიტი იქნება საკანონმდებლო რეფორმის საერთაშორისო სტანდარტებთან სწორი ჰარმონიზების თვალსაზრისით. ასევე ეს ორგანიზაცია უზრუნველყოფს ამ რეფორმის შემდგომი დანერგვის მხარდაჭერას.
გიზიარებთ ზემოაღნიშნულ კანონპროექტს.
რაც შეეხება მის განმარტებით ბარათსა და ამ პროექტისგან გამომდინარე კანონპროექტებს, მათი დაგზავნა მოხდება წარმოდგენილი ვერსიის განხილვისა და საბოლოო შეთანხმების შემდეგ;
რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის (მით უფრო გაფართოებული შემადგენლობით) მუშაობის ფორმატს, დროს, პერიოდულობასა და ტექნიკურ დეტალებს, შეგატყობინებთ დამატებით.
ჩვეული პატივისცემით,
ელენე