| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info> |
| Subject : | FW: ევექსის ჰოსპიტალები |
| Cc : | Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri>; giorgi chavchavadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ba2efc036682427fb2eafb0877b76add-giorgi> |
| Received On : | 06.04.2020 13:29 |
| Attachments : |
გთხოვთ დაარეგისტრიროთ!
From: George Mindiashvili [mailto:gmindiashvili@ghg.com.ge]
Sent: 3 April, 2020 15:16
To: Tamar Gabunia
Cc: Nikoloz Gamkrelidze
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
მოგესალმებით,
გიორგი,
ჩვენი დღევანდელი შეხვედრის შედეგად როგორც შევთანხმდით ვიწერები შეხვედრის დეტალებს:
ა. ჰოსპიტლრის დაცლის შემთხვევაში ხარჯები რაც რჩება (ხელფასები გარდა 3,000 ლარს ზევით ხელფასებისა, კომუნალურები, საკანცელარიო და ა.შ.) მოხდება გაანგარიშება 1 საწოლდღის ქირაობის თანხის. რომელიც თელავზე გამოვიდა 133 ლარი, ხოლო ქუთაისის რეგიონალურზე 148 ლარი. (ყველა ხარჯები ჩვენი მხრიდან გაქვთ მოწოდებული)
ბ. ტარიფი იქნება საშუალო ყველა ჰოსპიტლისთვის (რაც დანართად გვაქვს მოწოდებული წინა მაილებით) და არ იქნება მინიმალური რომ ერთმანეთის დაბალანსება შეძლონ.
გ. დაცლის მომენტიდან ანაზღაურება მოხდება სრული საწოლების რაოდენობის ტოლი იჯარის, მიუხედავად იმისა რამდენი პაციენტი შევა კლინიკაში ცხელებით თუ დადასტურებული COVID 19. (ანუ ვთქვატ 50 საწოლიან კლინიკაზე პირველივე დღის იჯარა იქნება 50X133=6,650 ლარი)
დ. არ მოხდება ამ ტარიფის გაანგარიშებაში ცვეთი გათვალისწინება.
ე. არ მოხდება ამ ტარიფში 3,000 ლარს ზევით ანაზღაუფრებების გათვალისწინება რაც ჩვენს მხარეს დარჩება.
ვ. როგორც მითხარი ამ ტარიფში ასევე არ მოხდება საბანკო პროცენტის გათვალისწინება და ეს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის პრეროგატივაა, ჩვენ მათთანაც ვიმუშავებთ ამ საკითხზე თუმცა თქვენი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება და გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ ეს არ არის ჩვეულებრივ ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ბიზნესის დახმარება ბანკებთან, აქ საქმე ეხება როდესაც მოქმედ საქმიანობას (რომელიც ასე თუ ისე უმკლავდებოდა ამ სესხს) ვწყვეტთ და ვუთმობთ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს და ვფიქობ ესეთ დროს უნდა ხდებოდეს ამის გათვალისწინებაც.
ვფიქრობ არაფერი არ გამომრჩა, თუ რამე არასწორად გვაქვს გაგებული ან რაიმე დამატებითი კითხვები არსებობს მზად ვარ გიპასუხოთ.
პატივისცემით,
გიორგი.
From: George Mindiashvili
Sent: Monday, March 30, 2020 2:57 PM
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
მადლობა ქალბატონო თამარ,
აუცილებალად წარმოგიდგენთ ამ ინფორმაციას მოთხოვნილ ვადაში. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ ეს ზონები შემოიფარგლება მხოლოდ ბოქსირებული პალატების რესურსით. თუ ნაკადი გადაცდება ამ რესურს მაშინ უკვე რეალურად დგება კლინიკების სრულად დაცლის აუცილებლობა და სწორედ აქ გვაქვს ყველაზე მეტი კითხვა, რასთან დაკავშირებითაც დღეს წერილობით გაცნობებთ დეტალურად.
პატივისცემით,
გიორგი.
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Monday, March 30, 2020 2:42 PM
To: George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
ბატონო გიორგი
მადლობა ამ ინფორმაციისთვის. რა თქმა უნდა შევხვდეთ- დავგეგმავთ დროს და გაცნობებთ. გთხოვთ ყველა „ცხელების“ კლინიკის შესაძლებლობების (საწოლების რა რაოდენობა განთვასდება ცხელების ზონაში და რომელ ლოკაციებზე) გვაცნობოთ წერილობით 2 აპრილამდე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: George Mindiashvili [mailto:gmindiashvili@ghg.com.ge]
Sent: 30 March, 2020 14:19
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
მოგესალმებით,
დღეს გამოქვეყნდა ბრძანება, რომლის აღსრულებასთან დაკავშირებით გვაქვს კითხვები და საჭიროებს დაზუსტებებს. ამასთან დაკავშირებით დღეს მოგმართავთ ოფიციალურად წერილითაც და ვფიქრობ აუცილებელი იქნება დაორგანიზდეს შეხვედრა სადაც მოხდება იმ საკითხების გარკვევა რაც წერილში იქნება ნახსენები.
რაც შეეხება თელავს, როგორც ვკითხულობთ თელავის შემთხვევაში დაცლა აღარ არის საჭირო (ამიტომ აღვადგენთ დღეიდან სხვა მომსახურბებსაც) რადგან პაციენტების პრე-ტრიაჟს და დადასტურების შემთხვევაში რეფერალს ანხორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს კლინიკა მომართვიანობის გარკვეულ ზღვრამდე სადამდეც ამის უსაფრთხოდ კეთება შეუძლია თელავის რეფერალურ საავადმყოფოს.
აქვე მინდა ავღნიშნო რომ დღევანდელ ბრძანებაში ნახსენებ ევექსის ჰოსპიტალების სხვა კლინიკებშიც (ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე) ხორციელდება ცხელებიანი პაციენტის მიღება, პრე ტრიაჟი, იზოლირებულ ბოქსში (რა რესურსიც გააშნია თითო კლინიკას) მოთავსება და შემდეგ დადასტურების შემთხვევაში რეფერალი.
პატივისცემით,
გიორგი.
From: George Mindiashvili
Sent: Friday, March 27, 2020 8:08 PM
To: 'Tamar Gabunia' <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
საღამო მშვიდობისა,
სამწუხაროდ მესამე დღე იწურება და თელავის ჰოსპიტალზე ისევ ის სტატუსია, ჩვენ ჩვენის მხრივ უმოკლეს ვადაში დავასრულეთ ყველაფერი. ასევე გავმართეთ ყველაფერი რაც ჩვენს მხარეზე იყო დამოკიდებული და დავასრულეთ 25 მარტს დილის 7:00-ზე.
თუმცა ქვევით ჩამოთვლილ საკითხებზე სადაც გვჭირდებოდა სამინისტროს ჩართულობა კვლავ სტატუსი უცვლელია და როგორც მეუბნებიან ადგილობრივად საკონტაქტო/მაკოორდინირებელი პირი არ გამოჩენილა დღესაც ვინც ამ საკითხების გარკვევაში დაეხმარება ჰოსპიტალს.
ამავდროულად როგორც ვიცი გარკვეული შეფერხებებია შექმნილი ადგილობრივად მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებაშიც.
გთხოვთ თუ არის შესაძლებელი იქნებ ცოტა დავაჩქაროთ ეს პროცესი.
ასევე გუშინ გამოქვეყნდა განკარგულებაც რასაც სია ახლავს თან და თელავის რეფერალური ჰოსპიტალი არც არის მოხვედრილი ამ დანართში. როგორც განკარგულებაში წერია თუ შესაძლებელია ბრძანება რომ მოგვცეთ 25 მარტით დათარიღებული რადგან ჰოსპიტალი დაცლილია 25 მარტის დილის 7 საათიდან.
აქვე თანდართული ფაილის სახით გიგზავნით იმ ინფორმაციას რაც გამოგზავნილი გვქონდა აქამდე 6 ჰოსპიტალზე. დაემატა თელავი და გახდა 7 შესაბამისად.
ასევე როგორც ქვევით მაილში მაქვს მოწერილი (6 ჰოსპიტალზე) თელავზეც გიგზავნით იმ ხარჯების მოკლე Summary-ის რაზეც კონკრეტული პასუხი არ გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეტი სიცხადისთვის: ხარჯი თვეში
ჯამი: - 265,000 ლარი.
საავადმყოფო გაშლილია 53 საწოლზე ანუ ერთ საწოლზე საშუალოდ დღიური დანახარჯი ამ წუთას გამოგვდის თელავის შემთხვევაში 166 ლარი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ სრულ მზაობას ჩვენი მხრიდან საჭიროების შემთხვევაში დავუდგეთ სახელმწიფოს გვერდში ისევე როგორც თელავის ასევე სხვა კლინიკების შემთხვევაში. ასევე ხაზს ვუსვამ რომ ყველა ციფრი რაზეც მისაუბრია ეხება იმას რომ გავარკვიოთ ხარჯების რამხელა წილი უნდა მოდიოდეს ჩვენზე და რა ნაწილი შეიძლება დაიფაროს. შესაბამისად ყველანაირი ბიზნეს ინტერესი ან/და მოგებას საერთოდ არ განვიხილავთ ამ შემთხვევაში.
იმედს ვიტოვებ შევძლებთ ამ საკითხების დროულად გარკვევას, რადგან კრიტიკულ ფაზაში შევდივართ და კიდევ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეტი კოორდინაცია და სიცხადე როგორც კოლექტივის, ასევე საოპერაციო თუ ეპიდემიოლოგიური რისკების თავიდან ასარიდებლად.
პატივისცემით,
გიორგი.
From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Sent: Thursday, March 26, 2020 4:19 PM
To: George Mindiashvili <gmindiashvili@ghg.com.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
ბატონო გიორგი
მადლობა წერილისთვის და ამ პრობლემების გაზიარებისთვის. მესმის რამდენად რთულია ვითარება, რადგან კლინიკას არ ჰქონდა ამისთვის მომზადების შესაძლებლობა.
ვმუშაობთ გადაწყვეტის გზებზე და შევეცდებით უახლოეს პერიოდში გავიაროთ თქვენთან ყველა პრობლემური საკითხი სამუშაო რეჟიმში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: George Mindiashvili [mailto:gmindiashvili@ghg.com.ge]
Sent: 26 March, 2020 14:59
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: RE: ევექსის ჰოსპიტალები
მოგესალმებით,
როგორც იცით ინსტრუქციის მიხედვით 25 მარტი რომ თენდებოდა დილის 3 საათიდან დილის 7 საათამდე ფორსირებულ რეჟიმში დავცალეთ თელავის რეფერალური საავაადმყოფო და არსებული სტაციონარული პაციენტები გადანაწილდნენ სხა დაწესებულებებში.
მეორე დღეა თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიღება გაჩერებული აქვს, თუმცა ამ მომენტისთვის ვერ მოვახერხებთ საჭიროების შემთხვევაში საეჭვო პაციენტების მიღებასაც, ვინაიდან არის რამოდენიმე საკითხი რომელსაც ადგილზე კოორდინაცია სჭირდება მეტი, ეს საკითხები არის შემდეგი:
ეს 4 მნიშვნელოვანი და საკმაოდ რისკების შემცველი საკითხია რის გარეშეც ჰოსპიტალი ვერ ახერხებს პაციენტების მიღებას (პირველი 2-ს მოუგვარებლობის შემთხვევაში ტექნიკურად შეუძლებელია უბრალოდ).
ჩვენ ჩვენის მხრივ კონტამინაციების რისკების შემცირების მიზნით მოვახდინეთ კვების მომსახურების გამართვაც და სარეცხვი სივრცის მოწყობაც, მოგეხსენებათ ეს ორი რამ მნიშვნელოვანია კონტამინაციის რისკების შესამცირებლად. ამ მომენტისთის ველოდებით საშრობს რომელიც საღამოსთის გამართული იქნება.
გთხოვთ იქნებ გამოიყოს ადგილზე ერთი მაკოორდინირებელი პირი ვისთანაც ამ და სხვა საკითებზე საჭიროების შემთხვევაში კონტაქტი ექნება ჰოსპიტლის ადგილობრივ მენეჯმენტს რომ მოახდინონ დროული რეაგირებები.
პატივისცემით,
გიორგი.
From: George Mindiashvili
Sent: Sunday, March 22, 2020 11:03 PM
To: 'gtsotskolauri@moh.gov.ge' <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Cc: 'Tamar Gabunia' <tgabunia@moh.gov.ge>; Nikoloz Gamkrelidze <ngamkrelidze@ghg.com.ge>; Ekaterine Kavtaradze <ekavtaradze@evex.ge>
Subject: ევექსის ჰოსპიტალები
გიორგი მოგესალმები,
ჩვენი გუშინდელი შეხვედრის შესაბამისად ვიწერები იმ პუნქტებს რაც გავიარეთ და ამავდროულად გიგზავნით მოთხოვნილ ინფორმაციებს.
თანდართული არის ფაილი სადაც პირველ შიტზე ჩანს მიახლოებითი გაყვანა თუ რა ხარჯები ექნება კლინიკებს stand by-ზე გადასვლისას.
აქიდან როგორც შევთანხმდით:
შესაბამისად stand by ხარჯების უდიდესი ნაწილი რასაც ჩვენ ვერ ავცდებით რჩება გარეთ და ესენია:
აქვე ვაგზავნი ამ ხარჯების summary-ს:
(ხელფასების ხარჯებიდან გაწეულია ყველა ვისაც 3,000 ლარზე მეტი აქვს ხელფასი როგორც ზევით მიწერია და დატოვებულია ის ხალხი ვინც ან საჭირო იქნება ჰოსპიტალში გადაკეთების პირველი დღიდან ან გასაშვები გვეყოლება ანაზღაურებით ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს)
თანხები მოცემულია '000 ლარებში | | ხარჯი (თვეში) | | ||
# | კლინიკის დასახელება | თანამშრომლების სავარაუდო ხელფასი (< 3,000 ლარზე) | ცვეთა | საპროცენტო ხარჯი | ჯამი: |
1 | ტრავმატოლოგი | (210) | (57) | (73) | (340) |
2 | ქობულეთი | (117) | (34) | (73) | (224) |
3 | ქუთაისის რეგიონული | (267) | (79) | (106) | (452) |
4 | კარაფს მედლაინი | (124) | (34) | (65) | (223) |
5 | ფოთი ცენტრალური საავადმყოფო | (55) | (16) | (36) | (107) |
6 | ბოკერიას სახელობის რეფერალური ცენტრი | (577) | (213) | (271) | (1,061) |
ჯამი: | | (1,350) | (433) | (624) | (2,407) |
ვფიქრობ ძალიან კარგი მოდელი იქნებოდა თუ ესეთ რამეს ვიზამდით (დაახლოებით იგივე რაც ქნეს ბრიტანეში NHS-მა bulk buying მოდელი):
ამ ხარჯებით 1 საწოლის ხარჯი დღეში გამოდის შემდეგი: (ტრავმატოლოგი 150 ლარი, ქობულეთი 102 ლარი, ქუთაისის რეგიონული 188 ლარი, კარაფს მედლაინი 149 ლარი, ფოთი 51 ლარი, ბოკერია 171 ლარი). (ვაზუსტებ აქ არ შედის 3,000 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე კადრების ხარჯი თვები 722,000 ლარი რასაც როგორც ზევით მიწერია ჩვენ ავიღებთ ჩვენ თავზე.
ვფიქრობ ყველაზე ნათელი იქნებოდა გაგვეკეთებინა ამ საწოლდღის ღირებულებების ტოლი იჯარები. ამის შემდეგ უკვე ანაზღაურდებოდა კომუნალურები ჯამურად ვერტიკალურიდან ხოლო მკურნალობა ჩვეულებრივად ფაქტიური დანახარჯით, ოღონს ხელფასების, საწოლდღის და კომუნალურების გარეშე. (ან შეიძლება ეს ხარჯებიც შევიყვანოთ საწოლ დღის იჯარის დათვლაში)
კარგი იქნებოდა თუ მოხერხდებოდა ხვალ რაღაც დროს შეხვედრა და ამ საკითხებზე უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბება თუ რა გზით მივდივართ.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ რომ სრულიად გვერდში გიდგავართ ამ პროცესში და არცერთ ეტაპზე არ ვგულისხმობ „ვაჭრობას“ ამ საკითხებზე. უბრალოდ როგორც ავღნიშნე საკმაოდ მატერიალურ თანხებზე გავედით საჭირო მოცულობებიდან გმაომდინარე და გარკვევა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მათ შორის აქციონერებთან კომუნიკაციისთვის.
P.S.
ჩვენი თანამშრომლები უწყვეტად აგრძელებენ მუშაობას ამ 6 ჰოსპიტლის გადაწყობის გეგმებზე. ეს პროცესიც არ შეფერხებულა და როგორც ვთქვი სამშაბათისთვის უკვე 6-ვე საავადმყოფოს საბოლოო გეგმა იდება.
პატივისცემით,
გიორგი.