From : Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G>
To : info </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=2069f7f4886b493dbd84f07150d67a52-info>
Subject : FW: ევექსი ჰოსპიტლების მზაობა COVID-19
Received On : 15.03.2020 14:05

გთხოვთ დაარეგისტრიროთ!

 

From: George Mindiashvili [mailto:gmindiashvili@ghg.com.ge]
Sent: 15 March, 2020 16:30
To: Tamar Gabunia
Cc: Nikoloz Gamkrelidze ; Ekaterine Kavtaradze ; Sopio Aspanidze
Subject: ევექსი ჰოსპიტლების მზაობა COVID-19

 

ქალბატონო თამარ მოგესალმებით,

 

სატელეფონო საუბრის შესაბამისად გწერთ „ევექსი ჰოსპიტალების“ პოზიციას საავადმყოფოების დაცლა/გადაკეთებასთან დაკავშირებით.

 

პირველ რიგში მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მიმართ COVID-19-თან ბრძოლაში.

 

ეხლა რაც შეეხება უშუალოთ ჩვენს გეგმას:

 

  1. თბილისში ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი (55 საწოლი) - გადაკეთების გეგმა მზად არის და საჭიროებიდან 72 საათში იქნება დაცლილი.
  2. ფოთის საავადმყოფო (75 საწოლი) - ანალოგიურად საჭიროების შემთხვევაში.
  3. ქუთაისის რეგიონული კლინიკური საავაადმყოფო (80 საწოლი) - 2 დღის წინ დავიწყეთ და სამშაბათს გვექნება დახლოებით 3-5 დღიანი გადაკეთება/დაცლის გეგმა.
  4. ბოკერიას სახელობის თბილისი რეფერალური საავადმყოფო (200 საწოლამდე) - გუშინ დავიწყეთ და სამშაბათს მზად გვექნება 3-5 დღიანი გადაკეთება/დაცლის გეგმა.

 

ამ კლინიკების საწოლფონდი უფრო მეტია დღეს მაგრამ ნაწილობრივ გათვალისწინებულია ინფექციურისათის საჭირო სპეციფიკები ზემოთ მოუყვანილი მონაცემებში.

 

ყველა საავადმყოფოზე სანამ უშუალოთ დაცლა/გადაკეთებას დავიწყებთ სამინისტროდან გვესაჭიროება შემდეგი საკითხების გარკვევა:

 

  1. ძირითადი კრიტიკული მარაგები (PPE, უნიფორმები, ნიღბები, დეზინფექტანტები და ა.შ.) რისი დეფიციტიც არის ამ წუთას შეძლებს თუ არა სამინისტრო დახმარებას?
  2. ამ საავადმყოფოებში ამ წუთას მუშაობენ 2,000 მდე დასაქმებული რომელთაგან ნახევარზე მეტის გაშვება მოგვიწევს სავარაუდოთ ანაზღაურებად შვებულებაში, ამ კუთხით და ზოგაგაგ მკურნალობის ნაწილის დაფინანსების რა მექანიზმებს განიხილავთ რადგან ეს საკითხი შესაძლოა აქციონერებთან გვქონდეს შესათანხმებელი.
  3. დაგვჭირდება გამონაკლისის დაშვება ინფექციურის სანებართვე-სალიცენზიო პირობებზე.
  4. თუ 4-ვე კლინიკის დაცლა მოგვიწევს საკმაოდ ბევრი არსებული პაციენტის გადანაწილება დაგვჭირდება სხვა ჰოსპიტლებში, შეძლებთ თუ არა ამ საკითხებში დახმარებას და როგორი გეგმით?
  5. შეძლებთ თუ არა თითო საავადმყოფოზე დამატებით თითო ინფექციონისტით დახმარებას?

 

როგორც ვისაუბრეთ ეს საკუთხები განსაკუთრებით მწვავეთ დგას ქუთაისის და ბოკერიას კლინიკის შემთხვევაში მათი მოცულობიდან გამომდინარე და აღნიშნული საკითხი აუცილებალად შესათანხმებელი გვექნება, ამიტომ სასურველია სამშაბათამდე სანამ ჩვენ დავასრულებთ დარჩენილი 2 კლინიკის გეგმის გაწერას ზემოთ ნახსენებ 5 პუნქტში შეთანხმებული/გარკვეული ვიყოთ.

 

ასევე ჩვენი მოსაზრებით ეს გეგმები მზად რომ გვექნება (პირველი 2 უკვე მზად გვაქვს) მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, წინასწარ გაწერილი გეგმებით უნდა დავიწყოთ დაცლა და არა ისე რომ ყველა ერთად დავცალოთ უკვე მაგალითად კვირის ბოლომდე, ვინაიდან შესაძლოა ამან ჩაგვაგდოს ისეთ მდგომარეობაში როდესაც გამოყოფილი მოცულობები ვერ დავტვირთოთ, ხოლო ამავდროულად დეფიციტი შეიქმნას ზოგად მაღალტექნოლოგიურ საწოლფონდში.

 

ვაზუსტებ რომ, გეგმის არსებობაში ვგულისხმობთ სტარტიდან მაქსიმუმ 3-5 დღის განმავლობაში საავადმყოფო სრულ მზაობაში იყოს (ინფრასტრუქტურულად და ადამიანური რესურსების მხრივ) დაინფიფირებული პაციენტების მისაღებად და სამკურნალოდ.

 

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ჩვენს სრულ მზაობას რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩნოთ სახელმწიფოს ამ პროცესში.

 

წარმატებები,

გიორგი.