| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge> |
| Subject : | FW: გენეტიკის ლაბორატორიის აპარატის შესაძლებლობა |
| Received On : | 13.04.2020 10:04 |
| Attachments : |
ბატონო ამირან
გთხოვთ იხილოთ კორესპონდენცია გენეტიკური ლაბორატორიის დირექტორისგან. მინდა გთხოვოთ თქვენი პოზიცია ამ საკითხზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Giorgi Chaladze - National Lab of Genetics <g.chaladze@nlg.ge>
Date: April 13, 2020 at 11:09:32 GMT+4
To: Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge>
Subject: გენეტიკის ლაბორატორიის აპარატის შესაძლებლობა
კახა სალამი,
ამ დრომდე ვერ მოგწერე ბოდიშს გიხდი. მოკლედ როგორც ვისაუბრეთ გწერ ჩვენ PCR აპარატზე. საქართველოში ყველა არსებული PCR არის 96 ნიმუშიანი ბლოკით (ეს ნიშნავს რომ მაქსიმუმ 92 ნიმუშის კვლევა შეიძლება ერთ პროცედურაზე, ამას უნდა გამოაკლდეს დადებით და უარყოფითი კონტროლის ადგილები). ყველა ეს აპარატი არის გათვლილი ნორმალურ პირობებში მუშაობაზე და არა დიდი დატვირთვით და მაღალ გამტარობაზე სამუშაოდ (ინფექციურში ერთხელ უკვე გაფუჭდა).
მე მაქვს QuantStudio 12K Flex PCR სისტემა თავისი რობოტიკით. აპარატს შეუძლია ერთ ანალიზზე 96 ნიმუშის (როგორც სწრაფი ასევე სტანდარტული პროტოკოლის) ან 384 ნიმუშის ან ~ 3000-4000 ნიმუშის ერთდროული შემოწმება. (~ 3 საათში)
~ 3000-4000 ნიმუშის შემოწმებისას უნდა გამოვიყენოთ Open Array-ს შესაძლებლობის გამო. Open Array-ს თითო ბარათს აქვს 3072 საინფორმაციო წერტილი. ამ ვირუსის კვლევისას მოწმდება მისი RNA-ს („გენის“) 3 სეგმენტი და აუცილებელია კონტროლის შემოწმება. აქედან გამომდინარე თითო Open Array ბარათს შეუძლია ~ 1000 ნიმუშს კვლევა.
ჩვენს აპარატს ერთდროულად შეუძლია 4 ცალი Open Array Card-ის კვლევა, ანუ 3000-4000 ნიმუშის კვლევა ერთდროულად.
QuantStudio 12K Flex PCR სისტემა არის სპეციალურად შექმნილი მასობრივი/ დიდი რაოდენობით ტესტირების ჩასატარებლად და განკუთვნილია 24 საათის განმავლობაში სამუშაოდ. ის არის მაღალი გამტარობის ინდუსტრიული მანქანა.
პრობლემა:
ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს თერმო ფიშერის ადგილობრივი წარმომადგენელი (შპს ABM) რომელიც რუსეთის ოფისის დაქვემდებარებაშია. ჩვენ ოქტომბრიდან აღარ ვმუშაობთ მათთან და რა მიმართულებითაც ვმუშაობდით(რეპროდუქციული სფერო) ავაწყვეთ პირდაპირი ურთიერთობა ევროპის ოფისთან.
სხვა დანარჩენზე მიზანმიმართულად ხელს გვიშლის ადგილობრივი დისტრიბუტორი რუსეთის ოფისთან თანამშრომლობით რადგანაც არ აწყობთ ისეთი კომპანიის არსებობა(ჩვენი) რომელიც პირდაპირ მიიღებს ფასებს ევროპისგან(რაც 30-40 % იაფია დისტრიბუტორის შემოთავაზებულ ფასებზე). ასევე ჩვენს მიერ შესყიდული პროდუქციიდან მათ ბონუსები არ ხვდებათ და ყველაზე დიდი „საფრთხე რაც აქვთ“ არის სქართველოში მათ პროდუქციაზე ფასების დაწევა. Thermo Fisher-ი იგებს ძირითად ტენდერებს ლაბორატორიული რეაგენტების და აპარატურის მიმართულებით, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული HIV შიდსის ცენტრით დამთავრებული.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი არსებობით ,,დალაგებული“ სიტუაცია მათთვის საფრთხის ქვეშ დგება.
რომ ჩავატაროთ დიდი რაოდენობის ნიმუშების კვლევა გვჭირდება ჩვენი აპარატისთვის დამატებით აქსესუარის შესყიდვა, რომელზეც უკვე ერთი თვეა არ გვაძლევენ ფასს სხვადასხვა მიზეზით. ეს მიზეზი რუსეთის ოფისმა ევროპულ ოფისს განუმარტა, რომ არის საქართველოს კანონმდებლობის შესწავლა 😊 და დაუზუსტა: ,,უნდა გავარკვიოთ გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას“ აქვს თუ არა საქართველოში საქმიანობის უფლებაო😊“ კორონა ვირუსზე ტესტზე აპელირებით. ვიდრე კორონას ტესტი შეიქმნებოდა, მის შემქმნელთან ყოველდღიურად ვმუშაობდით და ის რომ დიდი ოდენობით ტესტები დაგვჭირდებოდა ბევრი გვაქვს ნამუშევარი. მას შემდეგ რაც რუსეთის ოფისმა, მისი ადგილობრივი დისტრიბუტორის მეშვეობით გაიგო, რომ ჩვენ ამ საქმეში კარგად ვიყავით გარკვეული და ვმუშაობდით, პირდაპირ მოთხოვა ევროპულ ოფისს რომ დალოდებოდნენ მათ „მოკვლევის“ დასრულებას და შეეწყვიტათ ამ მიმართულებაზე ჩვენთან მუშაობა.
რაც ხდება, და რასაც აკეთებს ამით ნათელია. ერთის მხრივ იგებს დროს რომ ჩვენი რესურსის გამოყენების საშუალება არ მოგვცეს ასეთ საჭირო დროს და მეორეს მხრივ ცდილობს არ შექმნას პრეცედენტი სადაც მოუწევს დაბალი ფასით მისი რეაგენტების მოწოდება (არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სახელმწიფო შესყიდვების დროსაც), იმიტომ რომ ჩვენ ევროპული ოფისიდან ძალიან კარგი ფასი გვაქვს, თქვენ ამ ფასის შესახებ ინფორმაცია გექნებათ და შესაბამისად მის გაყიდვებს საფრთხე შეექმნება.
ამის გარდა, მე ვმუშაობ, ჩვენს რამდენიმე პარტნიორთან დამატებით ტექნოლოგიის მოწოდებაზე და თუ მექნება თქვენგან რაიმე მხარდაჭერის წერილი, შევძლებ პირველ რიგში თერმო ფიშერთან მოვხსნა ეს ხელოვნური დაბრკოლება რასაც რუსეთი მისი დისტრიბუტორით ქმნის, და შემდეგ დამატებითი რესურსი გავაჩინო. ამით შევძლებთ ტესტირების ღირებულება ძალიან დაბლა ჩამოვიყვანოთ, ვფიქრობ 40$ ან ნაკლების ფარგლებში.
მოკლედ მე მზად ვარ სრულად და ნებისმიერი პირობით მხარი დაგიჭიროთ, მხოლოდ მცირე დახმარება დამჭირდება და ჩვენი რესურსების სრულად გამოყენებას შევძლებთ
თუ რამე დამატებით ინფორმაცია დამატებით ინფორმაცია დაგჭირდება, ნებისმიერ დროს დამირეკეთ და მოგაწვდი.
პატივისცემით,
გიორგი
პ.ს. https://www.youtube.com/watch?v=shH046nFVsM - კარგად არის ნაჩვენები ჩვენი აპარატის შესაძლებლობები და ფორმატები
--
Giorgi Chaladze
Partner, CEO
Tel: +995 (0) 32 2 052 888 Ext: 505
Cell: +995 599 577 544
D. Aghmashenebeli Alley # 240
Tbilisi, Georgia
National Laboratory of Genetics works in the field of bioinformatics and health informatics, at the interface of genetic and genomic healthcare and research, to support the translation of new technology and data into improved healthcare.
CONFIDENTIAL
The information in this transmittal (including attachments, if any) is privileged and confidential, and intended only for the personal use of the designated recipient(s) named above. If the reader of this message is not the intended recipient, you are hereby notified that you have received this document in error, and that any transfer, review, dissemination, distribution, or copying of this message is prohibited. Please notify us immediately. Thank you.
This transmission is not a digital or electronic signature and cannot be used to form, document, or authenticate a contract. The National Laboratory of Genetics and its affiliates accept no liability arising in connection with this transmission.