| From : | Tamar Gabunia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=E6CA04F38EC94D0CADAB9CBDF90FCDDE-TAMAR G> |
| To : | Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Subject : | Epid response plan |
| Cc : | etikaradze@yahoo.de; Giorgi Tsotskolauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ed969f67ab984bbe8f8aa033d222f18b-Giorgi>; Aleksandre Kalandia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a5c586d61434754acb159adbb45a652-Aleksan> |
| Received On : | 20.04.2020 09:02 |
| Attachments : |
ბატონო ამირან,
როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პრევენციის კუთხით, ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან დაკავშირებული შემთხვევები.
აღნიშნულ შემთხვევებში საკმაოდ იმატა როგორც ინფიცირებულ პირთა რაოდენობამ, ისე სხვადასხვა საეჭვო სიპტომატიკით კლინიკებში მოთავსებულ ადამიანთა რიცხვმა.
დღევანდელი მდგომარეობით, ვირუსი დაუდასტურდა თავდაცვის სამინისტროს 33 თანამშრომელს (მათ შორის დამლაგებლები, სამეურნეო ნაწილი და ოფიცერთა შემადგენლობა) და მათთან კავშირში მყოფ 17 პირს (საერთო ჯამში 50 პირი).
ასევე საყურადღებოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმ თანამშრომელთა შემთხვევაც, რომლებიც უზრუნველყოფენ საპატრიარქოს დაცვას.
მართალია ამ დროისთვის (14 აპრილს) კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა სდსს-ის მხოლოდ 1 თანამშრომელს (ვ. ბიჭიკაშვილი), თუმცა ამავე სიმპტომატიკით ჰოსპიტალიზირებული იქნა სდსს-ის კიდევ 3 თანამშრომელი (ყველა მათგანი უზრუნველყოფს საპატრიარქოს დაცვას, 1 მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა).
გასათვალისწინებელია, რომ სდსს-ის თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ როგორც სასულიერო პირებსა და საპატრიარქოში შემსვლელ ყველა პირთან. სდსს-ის თანამშრომელთა მასიურმა დაინფიცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის მასშტაბური გავრცელება, კერძოდ, მათ მიერ მოხდეს სასულიერო პირთა დაინფიცირება, ხოლო ამ უკანასკნელთა მხრიდან - მრევლის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ ხსენებულ უწყებებში ინფექციასთან ბრძოლის მიზნით ეპიდემიური რეაგირების გეგმის შემუშავებას. სამინისტროს შესაბამისი უწყებები მზად არიან ჩაერთონ გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მათი კომპეტენციის შესაბამისად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister